 | ავტორი: თუში ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2015 |
მე მტკივა შენგან შეშლილი სული, აღარც გული მაქვს, გახსოვს? გაჩუქე, მხოლოდ მუმია მივყვები ქუჩას, და ღამის სამზე ვითვლი მაშუქებს.
ერთ დღესაც დავწერ პატარა წერილს, და მათთან წავალ ვინც მენატრება, ვხედავ შავოსანს პრიალა ცელით, თვითონ არ ვიცი რა მემართება.
გამოუცნობი დამდევს გრძნობები, და დედამიწის ზიზღი მერევა, ვგრძნობ სამარეზე მხოლოდ ფოთლები, და დედის ცრემლი მომეფერება.
მსგავსი ფიქრებით ვაგრძელებ ყოფნას, ვხედავ ნერვები როგორ გათხელდა, სიგიჟის ზღვარზე, მსურს ერთი კოცნა, და ფეხაკრეფით მივალ სარკმელთან.
და ვიდრე ტვინი შეღებავს ასფალტს, შენზე ვიფიქრებ ჰაერში მყოფი, ძალიან მალე ზეცაში წავალ, მაშინ გამივლის სიგიჟის ცოფი.
რქებით და კუდით დამხვდება ეშმა, კალკულატორზე დამითვლის ცოდვებს, ჩემით ჩავჯდები კუპრიან ქვაბში, და ამატლიან ნაჯახით ხორცებს.
სულ ერთი წელი თუ გეხსომები, ერთხელ მაინც თუ დამინთებ სანთელს, მომეტევება მიუტევები, და დავიმკვიდრებ ზეციურ ნათელს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან მალე ზეცაში წავალ, რა არის ეს თუშო. ვერ მოგიწონე. "ტირიან თუშის ქალები, დაიგვიანეს ქმრებმაო"
ძალიან მალე ზეცაში წავალ, რა არის ეს თუშო. ვერ მოგიწონე. "ტირიან თუშის ქალები, დაიგვიანეს ქმრებმაო"
3. ტვინით ასფალტის შეღებვა პოეტურია თუ მხატვრული? :( უსიამოვნო პათოსია. არ მომეწონა. ტვინით ასფალტის შეღებვა პოეტურია თუ მხატვრული? :( უსიამოვნო პათოსია. არ მომეწონა.
2. რა სისასტიკეა. .. არ გირჩევთ ასეთ ფიქრებს! რა სისასტიკეა. .. არ გირჩევთ ასეთ ფიქრებს!
1. დიდუ, დიდუ, ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი,)). კარგია! დიდუ, დიდუ, ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი,)). კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|