ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვეძებ საკუთარ თავს
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2014


ირ მე ბი

ირმის რქების ტევრებმა ცა დაფხრიწეს წყეული
და ორფეხა მდევრებმა ბილიკებით ხვეულით
გზა გადაჭრეს სიცოცხლის
გზა ირმების დამოკლდა
ექოდ გაიმეორა ტყემ ობლების ტკივილი
ქარიც მაშინ დადუმდა
და შეწყვიტა "არ მოკლა, არ მოკლაო" ყვირილი
მხოლოდ გახარებული
ორფეხების გნიასი ცას დაფხრეწილ ჭრილობებს
მარილებით უვსებდა
ასე გაქანებული დანა ხანჯლის ტრიალით
დედამიწა ლურჯ ნისლში პროგრესისკენ მიქროდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები