სხვასთან ცხოვრებას როგორ ეგუეთ, - ხომ იოლია? - ნიჩაბის მოსმა! - ჩემი ნაპირი და სიერთგულე, ნუთუ არარით მალე შემოსა
მეხსიერებამ - მცურავ კუნძულის (ზეცაში - განა წყლებზე უფსკერო) დობა თუ ძალგიძთ მხოლოდ - სულს სულის, რაგინდ სიყვარულს სხვაგვარს უმღეროთ!
როგორ სულდგმულობთ მაგ ქარაფშუტა ქალთან? მონასთან - უღვთაებრიო? რომ დედოფალის ტახტი, საკუთარ ნებით დაუთმე ნეკნის ემბრიონს.
როგორ ფუსფუსებთ - რა ყოფას იყოფთ - ცხოვრობთ? როგორღა დგებით - იღვიძებთ? მარადისობას რომ ეხელმწიფო, ხარკს რითი იხდი, გლახაკო ღვთის ძევ?
"კონვულსიები მეყოფა - თრთოლვა! სახლს ვიქირავებ ჩემთვის - ვიმდგმურებ". რა ჯაფა უძღვნა მავანმა ცოლმა - ჩემი რჩეულის მტევნებს, კიდურებს!
ხომ მიეჩვიეთ შეჭამანდს, მსუყეს - გულზე გადგებათ? - ჰოდა, მიირთვით... მსგავსთან, რა ყოფას იყოფთ და უყეფთ - გამსწორებელო წმინდა სინის მთის!
ვიღაც უცხოსთან როგორღა იღწვით, ჰყვარობთ მაგ ნეკნით - მაგ ზემიწიერს? სირცხვილის ლაგამს თუ უჭერთ სიმწრით, ან შოლტი, შუბლზე ხომ არ იწვნიე?
თქვით, როგორ ცხოვრობთ - ჯანმრთელად თუ ხართ - შემძლედ? სიმღერით - მღერით ისევე? უკვდავ სინდისის ვეება წყლულთან, გლახაკო, ნეტავ როგორ ისვენებ?
როგორ სულდგმულობ სადახლო ლოტთან? საზღაურადაც მძიმეა საზღო? შემდგომ - კარარის მარმარილოთა, მაგ ქარაფშუტას აუღეთ ალღო -
თაბაშირული? (სალი კლდისგან არს ღმერთი ნაკვეთი - ნაცარტუტევი!) ლილითის შემცნობს, რა ყოფა გადგას - მეათასესთან, განსაკუთრებით!
ბაზრის სიახლემ თუ დაგანაყრათ? ჩემს ჯადოსნობას, რა ბრწყინვა ჯობნის? ან მიწიერთან როგორ ხართ ახლა, მაგ არმქონესთან - მეექსვე გრძნობის?
ბენიერი ხართ: თავით საკუთარ? არა? უფსკერო საფლავს ხომ ითხრით - როგორ ხართ, კარგო, ნუთუ მაგ ყულფმა მოგიღოთ ბოლო, როგორც მე - სხვისით?..
ПОПЫТКА РЕВНОСТИ
Как живется вам с другою, - Проще ведь? - Удар весла! - Линией береговою Скоро ль память отошла
Обо мне, плавучем острове (По небу - не по водам!) Души, души! быть вам сестрами, Не любовницами - вам!
Как живется вам с простою Женщиною? Без божеств? Государыню с престола Свергши (с оного сошед),
Как живется вам - хлопочется - Ежится? Встается - как? С пошлиной бессмертной пошлости Как справляетесь, бедняк?
"Судорог да перебоев - Хватит! Дом себе найму". Как живется вам с любою - Избранному моему!
Свойственнее и съедобнее - Снедь? Приестся - не пеняй... Как живется вам с подобием - Вам, поправшему Синай!
Как живется вам с чужою, Здешнею? Ребром - люба? Стыд Зевесовой вожжою Не охлёстывает лба?
Как живется вам - здоровится - Можется? Поется - как? С язвою бессмертной совести Как справляетесь, бедняк?
Как живется вам с товаром Рыночным? Оброк - крутой? После мраморов Каррары Как живется вам с трухой
Гипсовой? (Из глыбы высечен Бог - и начисто разбит!) Как живется вам с сто-тысячной- Вам, познавшему Лилит!
Рыночною новизною Сыты ли? К волшбам остыв, Как живется вам с земною Женщиною, без шестых Чувств?
Ну, за голову: счастливы? Нет? В провале без глубин - Как живется, милый? Тяжче ли - Так же ли - как мне с другим?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კა რგია, არ ვეთანხმები ,,მოჩვენებას,, ცვეტაევა მეც მიყვარს.... კა რგია, არ ვეთანხმები ,,მოჩვენებას,, ცვეტაევა მეც მიყვარს....
9. კარგია, გააგრძელეთ. ძალიან მიყვარს მისი პოეზია, კარგია, გააგრძელეთ. ძალიან მიყვარს მისი პოეზია,
8. არ ღირს ვითომ? :) რავი... მომწონს რაღაცნაირად. არ ღირს ვითომ? :) რავი... მომწონს რაღაცნაირად.
7. არ მესმის რას პოულობთ ამ ქალში, რომ დროს ახარჯავთ არ მესმის რას პოულობთ ამ ქალში, რომ დროს ახარჯავთ
6. გმადლობთ! :) გლახაკოს უფრო სხვა დატვირთვა აქვს, უფრო ახლოა დედანთან. მადლობა რჩევისთვის! :) გმადლობთ! :) გლახაკოს უფრო სხვა დატვირთვა აქვს, უფრო ახლოა დედანთან. მადლობა რჩევისთვის! :)
5. მშვენიერია! ნამდვილად არაარის მხოლოდ ცდა. მშვენიერია! ნამდვილად არაარის მხოლოდ ცდა.
4. მომეწონა! კარგი თარგმანია, "გლახაკო"- ს ჟღერადობას "საბრალო" ხომ არ ჯობდა?, ეს ისე ჩემი სუბიექტური აზრით. მომეწონა! კარგი თარგმანია, "გლახაკო"- ს ჟღერადობას "საბრალო" ხომ არ ჯობდა?, ეს ისე ჩემი სუბიექტური აზრით.
3. გმადლობთ, რენუარ :) თქვენც და ქალბატონ ნინო დარბაისელსაც მადლობა მოტივაციისთვის :)
გმადლობთ, რენუარ :) თქვენც და ქალბატონ ნინო დარბაისელსაც მადლობა მოტივაციისთვის :)
2. იყოს:) რაც მეტი - მით უკეთესი. მთავარია, რომ ეს თქვენეული ვერსიაა თავიდან ბოლომდე.
იყოს:) რაც მეტი - მით უკეთესი. მთავარია, რომ ეს თქვენეული ვერსიაა თავიდან ბოლომდე.
1. თარგმნის ცდა უფროა მგონი :)) მარა რა უჭირს? - იყოს ცდა! თარგმნის ცდა უფროა მგონი :)) მარა რა უჭირს? - იყოს ცდა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|