ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 იანვარი, 2015


ემი (ეტიუდი)

წავასხი მთებს თეთრი მანტია.
ჩამოვფანტე ციდან სიცხე
ამოვუშვი ხმა მათ შორის....

მძიმე წარსული და ფიქრთა გორგალი გადახვეული განვლილის მიერ... ჩაბინდულ უპეებში განცდილის ნახვა იმ დიდ ავადმყოფობას ჰგავს, რომელიც გხრავს და გფიტავს. ამაზრზენი სახელი ავადმყოფისა თუ დაავადების ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს - დაგიძახებს ვინმე და ორივე სახეს ატრიალებს. ერთი კმაყოფილებით შემოგიტრიალდება, მეორე უკმაყოფილოდ ჩაგხედავს თვალებში და გმინვით ამოუშვებს ტანჯვით ბგერებს. იგრძნობა მოცარტის უკანასკნელი შედევრის სანოტო ვერსია, ისე თითქოს ნოტებს ყურით იღებდე და გონებას ანაყრებდე.
გზა გრძელი და ცივი. ტერფებიდან აღებული ნესტი ძვლებში ატანს. ყელამდე შეკრული ყელიანი პალტო, გარედან კაშნე შემოხვეული და მარჯვენა ხელში ქოლგა ღრუბლისფერი. ჩაფიქრებული თვალები საწვიმურ არხებში მდინარის წყალს ატარებდა, ჯიბეში ჩაშვებულ მარცხენა ხელს კი ნერვიულად ათამაშებდა. ორი მოტირალი, ცა და ადამიანი ფოერვერკის სილამაზით ივსებდნენ დარდიან სულებს.
- უკაცრავად, გტკივათ?
- ვერ მიგიხვდით, ბატონო?!
- გიჭირთ?
- არა, მადლობთ დახმარებისთვის!
- მაშინ, რატომ ტირით? ახლა ხომ ახალი წელია, დატკბით ლონდონის სილამაზით, ფოიერვერკით. ეშმაკის ბორბალით.
- დიახ, ეს ყველაფერი ლამაზია...
- არა, თქვენ გაცილებით ლამაზი ხართ. იცით, რომ ლონდონს, წვიმა თქვენი თვალებიდან მოსდის?
- როგორც ქათინაური, ალბათ უნდა მივიღო, მაგრამ ლონდონი ინგლისელის თვალით იტირებს, მხოლოდ სხვა ქვეყანაში.
- დიახ, აქცენტი კავკასიელისა გაქვთ, რა გქვიათ?
- ემი. - მორცხვად დახარა მამაკაცის წინაშე თავი და თვალები დახუჭა. მამაკაცმა გასეირნება შესთავაზა, მაგრამ ემი ადგილს ჯიუტად აეტმასნა. არა უპასუხა.
- თქვენი გვარი ემი?
- გრანტი.
- გრანტი?! როგორც კაპიტანი გრანტისა?
- შესაძლოა, მხოლოდ შვილად ვერგამოვდგები. უბრალომ მე ემი გრანტი ვარ!
ბიგ-ბენმა თორმეტჯერ გმინვით ამოუშვა ტანჯვის ბგერები. იგრძნობა მოცარტის უკანასკნელი შედევრის სანოტო ვერსია, ისე თითქოს ნოტებს ყურით იღებდე და გონებას ანაყრებდე.
- შეხევდრამდე ბატონო...
- კაპიტანი გრანტი!
- შეხვედრამდე კაპიტანო. იმედია ჩემი გემი შობისთვის დატოვებს ნაპირებს. იქნებით ჩემი კაპიტანი?
- დიახ, მე თქვენი მეკვლე ვიქნები მეც ქართველი ვარ.
საათი ქუხდა.
ცა წუხდა.
ქალი დუმდა...

გიგო რიონელი
2 იანვარი 2015 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები