ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო_777
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


გახდილი გრძნობა

ღამემ დაიხურა თავზე ვარსკვლავები,
ცოტა მოკრძალებით, ცოტა შეფერებით...
მე და ჩემი გული ღამეს შევციცინიბთ,
გრძნობას ხელზე ვიცმევთ, ნაზად ვეფერებით...

თითქოს ვეცნობით და ისიც თანახმაა,
თითქოს მეგობრობას აღარ ერიდება,
დროა გაჭიმული ჩემს და ღამეს შორის,
ფიქრი იღიმის და ჩემს გულს ეტირება.

ასე მე და ღამე, ძალზე ხშირად ვხვდებით,
ჩვენი მეგობრობაც წლებით დატვირთულა,
თითქოს შევეჩვიეთ და დროს ვეფერებით,
ამასობაში კი გული დანისლულა.

უკვე მოიზამთრა, ჩვენშიც ზამთარია,
თოვლის ფიფქებს ვითვლით ხოლმე, მე და ღამე!
ერთად ვიკვებებით! რითი? იმ არაფრით!
სიცარიელეა რაც მე, ბევრჯერ ვჭამე!

შენ კი ალბათ ბევრი გჩუქნის თაიგულებს,
ფოსტაც მოაქვთ შენთან ოქროს კონვერტებით...
მე ჩემს იებს ისევ ხელზე ვისვენებ და
როგორც ადრე ისე, დღესაც ბევრჯერ ვკვდებით...

გთხოვ რომ მაპატიო ჩემი სიღარიბე,
ჯიბე ცარიელი, გული გრძნობით სავსე.
ბევრჯერ გევედრე და ახლაც შეგევედრე,
მოვრჩი ამით თორემ, უღირსს დავემსგავსე.

თუმცა ღირსებაზე რაღა გესაუბრო,
მე არ ვყიდულობ და ვერც მე მყიდულობენ!
მაგრამ ვიცი გრძნობა, როცა აღარ თმობ და
თითქოს უნებურად, ფულის გამო გთმობენ!

ჩემში ყველაფერი, გახდა არაფერი,
რასაც იმ წარსულის ყველაფერი ქვია,
როცა შენ მიყვარდი ჯიბე ცარიელს და
გული გრძნობით სავსე, შენთვის გამიყვია!

გულიდან წამოსული ჩემი ერთი სიტყვა,
ეხლა უკვე ბევრად ძვირი ჯდება...
შენ, ხომ ყალბი ხარ და თითქოს იყიდები,
სწორედ ამიტომაც აღარ გეღირსება...

წყვეტილი ხაზებით ვავლებ პარალელს და
დავწერ ახლა იმას, რისიც მინდა წერა!
ჩემი სიმდიდრეა, სწორედ სიგარიბე,
რომლის სისუფთავის, ძლიერ მწამს და მჯერა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები