ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: იუმორისტული
2 იანვარი, 2015


ვერდაძველებული ლექსი

                        სამი ს
(სტამბული, სტუდენტობა, სტიპენდია)

როცა ელოდება შანსებს იმედები
და ეგ მოლოდინიც დროში ჩაიძირა,
როცა ახალ წელსაც ოცის მერე ვხვდები,
რადგან ჯიბეს შერჩა მხოლოდ ათი ლირა.

როცა გამოცდებიც ასე მკაცრია და
დარჩა ფინალამდე მხოლოდ ერთი კვირა,
გული სიხარულით ისევ აწრიალდა,
როცა დავინახე წიგნში ხუთი ლირა.

წუხელ დღიურშიც კი ვალი ჩავიწერე,
დილით პესიმიზმით სული გაიყინა,
როცა მეტროს კართან განცდილ კრახის მერე
ბარათს დავარიცხე ბოლო ათი ლირაც.

მერე საჭმლის ნაცვლად განცდას ვინელებდი,
მისი მონატრებაც შიმშილს შეეწირა;
მაინც ვადღეგრძელე ჩაით ჩემი ბედი,
როცა კარადაში ვნახე ერთი ლირა.

ახლა სიხარულიც ისე მწუხარია,
როცა სამშობლოთი ასე ობოლი ვარ.
ვინმემ ამიხსენით გულს რა უხარია,
როცა მათხოვარი მართმევს ბოლო ლირას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები