ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2015


### (როგორც საოცნებო საგარმატხა...)

როგორც საოცნებო საგარმატხა,
ცაზე დაკიდული ჯომოლუნგმა
ხარ და აღარასდროს აღარა თქვა,
რომ ეს დედამიწა- ერთი ლუკმა
ისე დიდია, რომ გენატრები.
*
ღამე, სანთლები და ორთომელებს
როცა სურნელება მუქი რომის
ასდით. დაიწყობდი მაგ წვრილ ხელებს
და მე დამშვიდებით გიამბობდი,
როგორ გადამტეხა უშენობამ.
*
ღამე კედლებიდან მოვიდოდნენ,
თეთრი სამოსებით, აჩრდილები.
შეგეშინდებოდა. მონდომებით
(მთელი სიყვარულით მაშინდელით)
მხრებზე შემომხვევდი ხელისგულებს.
*
და მზის მოუთმენელ დალოდებით,
ისე გაწვებოდი სარეცელზე,
როგორც წვებოდი და გამუდმებით
იყო ღამეები გაწელილი,
ფილმის უსასრულო ფინალივით.
*
ჰოდა აღარასდროს აღარა თქვა,
რომ ეს დედამიწა- ერთი ლუკმა
ისე დიდია, რომ გენატრები.
როგორც საოცნებო საგარმატხა,
ცაზე დაკიდული ჯომოლუნგმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები