ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2015


მინდა ვიყო წმინდანი (საგრანტო პროექტი)


პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია სუბიექტი (პროექტის ავტორი, შემდგომში მენეჯერი) გახდეს წმინდანი და ქართულმა ავტოკეფალურმა სამოციქულო ეკლესიამ აღიაროს მისი ცხოვრებისეული ღვაწლი და აიყვანოს წმიდა ხარისხში
პროექტის მიზანი: ცათა სასუფეველი + მიწიერი აღიერება
პროექტის სამიზნე აუდიტორია: ორთოდოქსი მართლმადიდებელი მრევლი
პროექტის განხორციელების ეტაპები:
1 ეტაპი.
ტაძრის აგება
ეკლესია εκκαλεω- ძველ ბერძნულად ნიშნავს „ვკრებ“. აუცილებელია საზოგადოების რწმენის ამაღლებისთვის დიდი საერთო სივრცის შექმნა. პროექტის მიხედვით დასავლეთ საქართველოში კერძოდ აფხაზეთის საოკუპაციო ხასთან სანაპირო ზოლში უნდა იაიგოს უდიდესი ტაძარი 150მ/120მ-ზე. აღნიშნ ული ტაძარი იქნება საქართველოს გამთლიანების სიმბოლო და საწყისი. ტაძარში იმოქმედებს მრავალფუნქციური განათლების ცენტრი, უფასო სასადილო და პირველ სართულზე მულტიფუნქციური საავადმყოფო. ეკლესიის ამბიონზე მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი რომელიც სურვილისამბერ მოემსახურება საჰაერო ტრანსპორტს. აღნიშნულ ტაძარს ერქმევა „დიდება“. აღნიშნული ტაძრის აშენების შემდეგ ქვეყანის აღმშენებლობა რეალურად დაიწყება, რაც ცალსახად დიდებას განაპირობებს.
2 ეტაპი
საეკლესიო პირებისთვის პროფესიული კავშირის შექმნა და დაფინანსება
ეკლესია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან აშენდება და ერქმევა „დიდება“  გარშემო შემოიკრებს საქართველოს მასშტაბით მოღვაწე სასულიერო პირებს. კავშირი „დიდება“ იქნება რეგიონში ყველაზე დიდი სასულიერო პირების გაერთიანება, გამოცხადდება ფეისბუქ კონკურსი კავშირის ლოგოს და დროშის გამო (გამარჯვებული გაემგზავრება წმინდა მიწაზე და მიიღებს სანთელ-საკმევლის 1 წლიან უფასო ვაუჩერს)
კავშირში გაწევრიანებული სასულიერო პირები იმოძრავებენ სპეციალური ავტომობილებით, რომელსაც ექნება დაბურული შუშები და ეწ მიგალკები რომელიც ნაცვლად ლურჯისა და წითლისა, იციმციმებს თეთრად და ყვითლად.
ყველა სასულიერო პირი მიიღებს თვიურ დანამატს 7 777 ლარის ოდენობით.
კავშირის წევრები ისარგებლებენ ფასდაკლების და ურიგოდ მომსახურეობის სერვისებით ყველა სავაჭრო თუ სახელმწიფო ობიექტზე.
პროექტის მესამე ეტაპი
მოწამეობრივი სიკვდილი
აუცილებელია პროექტის ავტორი გარდაიცვალოს მოწამეობრივი სიკვდილით რადგან მრევლისთვის აუცილებელია სანახაობა. პურს ხომ ისედაც გასცემს ეს პროექტი. პროექტის 1 და 2 ეტაპების წარმატების შემდეგ მომზადდება მოწამეობრივი აღსასრულის დეტალური გეგმა საკუთარი ხარჯთაღრიცხვით. რის შემდეგაც უნდა მოხდეს პროექტის ავტორის (შემდგომში მენეჯერის) წმინდანად შერაცხვა.
ხარჯთაღრიცხვა
მულტიფუნქციური ცენტრი და ეკლესია დიდება- 3 მილიარდი აშშ დოლარი
ჯიპები სასულერო პირებისთვის, დანამატები, მიგალკები და გაუთვალისწინებელი ხარჯები 4 მილიარდი აშშ დოლარი.
პროექტის ავტორი:
iwannabesaint@gmerti.ge

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები