| ავტორი: ელადა ჟანრი: პოეზია 20 იანვარი, 2015 |
ფიცრული სახლი. ფიცრული სკოლა, თოვლს ,,გვიხარავდა,, ბაბუა კოლა.
სკოლის ბუხარი, გიზგიზა ცეცხლი, გარეთ თოვა და ფიფქები ცელქი.
ბუხართან სველი ბავშვების რიგი, ჯიბე კი სავსე წაბლით და ჩირით.
ჩვენთვის ის იყო კარგი და მოდა, რასაც გვიქსოვდა ბებია ლოლა.
შავი ბოტები, შავი კალოში, გვესიზმრებოდა ბიჭი ,,გავროში,,.
შუშის სამელნე, ნაჭრის თოჯინა, რაც უფრო ვფიქრობ, ის დრო სჯობნიდა.
,,სუფთა წერაზე,, დარდი და ფიქრი. სახლში ლამპასთან დამდგარი რიგი,
და ნავთის სუნზე ნაკითხი წიგნი, იმ წლებს თავისი ჰქონდა სხვა ხიბლი.
კერია თბილი, ტკბილი სურნელი, და სიყვარული სახლში ულევი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მოგონებები კარგია, თუმცა მე ზამთარში არასდროს ვყოფილვარ სოფელში, , ჩემი ბავშვობის ზამთარი გაკვეთილების შემდეგ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ციგით ჩამოსრიალება იყო, არდადეგებზე კი ბაკურიანი. მოგონებები კარგია, თუმცა მე ზამთარში არასდროს ვყოფილვარ სოფელში, , ჩემი ბავშვობის ზამთარი გაკვეთილების შემდეგ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ციგით ჩამოსრიალება იყო, არდადეგებზე კი ბაკურიანი.
4. 21/01/15წელი. საოცარი, ნოსტალგიური. სუფთა და უმტკივნეულო წლები. ნექტარი. 21/01/15წელი. საოცარი, ნოსტალგიური. სუფთა და უმტკივნეულო წლები. ნექტარი.
3. მეოთხე ბწკარედს რაიმე მოუხერხეთ და ლამაზი გამოვა.
2 ქულა.
მეოთხე ბწკარედს რაიმე მოუხერხეთ და ლამაზი გამოვა.
2 ქულა.
2. მართლაც რომ... ის დრო სჯობდა.
მენატრება, მერე და... როგორ.
++ მართლაც რომ... ის დრო სჯობდა.
მენატრება, მერე და... როგორ.
++
1. ,,გვიხარავდა,,(მეგ)–თოვლში გზას გვიკვალავდა ,,გვიხარავდა,,(მეგ)–თოვლში გზას გვიკვალავდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|