ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2015


Post ალიონური

შესაძლებელია ან უფრო დასაშვებიც, რომ მე ვარ კასრი,
რომელშიც ცხოვრობს უკიდურესად ლოთი დიოგენე...
რომელსაც ლისაბონელი ინკვიზიტორივით, ზე მკაცრად
ვაწვალებ. წამების ახალთახალ ხერხებს მივაგენი.
უკანასკნელი თვეებია, რომ მისხალი ლუდიც კი
არ გადამსვლია არათუ ხახაში, არამედ სასულეშიც...
ფხიზელ დიოგენეს მიყოლებით ესიზმრება: ჩუდეცკი,
კეპოტე, ხაიამი, ბუკოვსკი-სურს, რომ მათსავით გაილეშოს.
მე კი ბოლო ხანებია უბნის საცხობებმაც მომისაკლისეს,
საწერ მაგიდასთან წაუკითხავად დამრჩა "გამსახურდია"...
კრიალა ვიტრინიდან მიმზერს თვალები-უშენობის პარაკლისი,
დილაობით რომ მაცილებენ მრავალპროფილიან სამსახურამდე.
კორპუსის ლიფტებშიც გადავეჩვიე ავტოგრაფების დატოვებას
და ისე ხშირად მეშარდება უსმელობისგან ალკოჰოლური
სასმელების, რომ ვერ გადავიტან ჩემი მდგმურის გაავებულ
ღრიალს, სიფხიზლის ღრიანცელს და ამო-ძახილს: "алюра!"
შენი აივნიდან გადმოფენილი ვარდისფერი, შავხაზება პირსახოცი
სახეზე მელამუნება და ვემსგავსები მოჟღალწვერო მეფისტოფელს,
რომელმაც ირწმუნა საკუთარი არარაობის სისრულე, სიავხორცე
და შეიძულა ყველა თამაში-გარდა სიტყვებისა და ეიფელი.
მე ყოველღამით ვმარხავ მუსიკის აუხდენელ ოცნებებს-შუბერტის
ნაცრისფერ სასაფლაოზე, წელში გამწყდარი მაკედონელივით.
მერე კი, ენდორფინის ჭარბი რაოდენობით ფრიად შებერტყილ
საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ფეხზე უნდა დაიკიდო ყოველივე,
მათ შორის: გრიპი, რომელსაც ჩვენში ჰქვია უფრო ვირუსი,
არაფრის მომტანი ფედერაციები: ჭადრაკის, გოლფის, იუნესკო.
საკმარისია ოდნავი ბალახი და იმპორტ. წარმოების პაპიროსი,
რომ დაგმო ყველა თავისმკვლელი, მათ შორის რიუნოსკეც.
მე ვხედავ მხოლოდ ფერად ანარქისტებს. გუშინ ნაშუაღამევზე
მოვიპარე უსარგებლო და მივიწყებული კარტრიჯი არქივიდან
სათნოების. ჩემთვის იმდენად უინტერესოა დაღლილი მეთევზე,
მაპი, ვეზუვი, სოპრანოს კლანი და ღმერთო, ალ -ქაედა!
საკმარისია ჩავიცვა ინგლისის ნაკრების წითელი ზედატანი
და მანქანები ისეთი ეშხით ჩერდებიან ჩემს წინაშე-როგორც შუქნიშნის.
ჩემი ქვეყნიდან გამაქვს უკანონოდ შემოტანილი მეტადონი,
გრიმოდინი, ბაკლოსანი, ბადრიჯანი, სოიო, რძე, თუთის პუნში.
ხოლო ღმერთი კი ჩემს ანჯღრეულ და ფრიად უწესრიგო სახლს
უფრო ხშირად სტუმრობს, ვიდრე ყულაბებით გადავსებულ ეკლესიას.
ჩვენ 3D სათვალით ვუყურებთ ერთგანზომილებიან მასას ანუ ხალხს
და ამ ყველაფერს, ღმერთო ჩემო, ჰქვია Post ალიონური პოეზია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები