"ხარ ყველა ქალზე ცოტათი მეტი და ღვთისმშობელზე ცოტათი ცოტა"(ბ.ახალაია)
მაგ თვალებიდან აგიფრინდება ცისფერ მტრედების გუნდი, ლალისფერ ბაგეს რომ აღმოხდება ჩუმი ოხვრა და კვნესა, ჩემი თითები ისევ მოძებნის ბუსუსებაშლილ ხუნდებს და ჩვენ დავარღვევთ ათასმეერთედ მკაცრად დადგენილ წესებს. ერთად დავტოვებთ ცისფერ პლანეტას,მზის ორბიტაზე გავალთ, (მემილიონედ გაგიმეორებ:-ჩემი ორბიტა შენ ხარ!) მე ნისლეულებს-ფიქრებს ვაბოლებ,შენ სვამ უშაქრო ყავას, მომეცი ხელი,არ დაგიცურდეს მოლიპულ ცაზე ფეხი. შენთვის ავანთებ ცაზე ვარსკვლავებს,დავთვლი შენს ტანზე ხალებს, შენი სხეული გალაქტიკაა,იდუმალებით სავსე, მიყვარს თვალებში როცა გინთია უკვდავ მზეების ალი, ანგელოზებზე ბევრად მეტი ხარ და ღვთისმშობელის მსგავსი...
მაგ თვალებიდან აგიფრინდება ცისფერ მტრედების გუნდი, ლამაზ ბაგეზე აგიყვავდება ვარსკვლავები და კვნესა, მე კი მოვძებნი ბუსუსებაშლილ,ოდნავ ვარდისფერ ხუნდებს, რომ გავარღვიო ყველა სიმაღლე,ყველა ეპოქის წესი.
დმ.11.02.2015წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მე ნისლეულებს-ფიქრებს ვაბოლებ,შენ სვამ უშაქრო ყავას, მომეცი ხელი,არ დაგიცურდეს მოლიპულ ცაზე ფეხი.
ჰო, ვის არ გაუხარდებოდა ამის მოსმენა :) 5.
მე ნისლეულებს-ფიქრებს ვაბოლებ,შენ სვამ უშაქრო ყავას, მომეცი ხელი,არ დაგიცურდეს მოლიპულ ცაზე ფეხი.
ჰო, ვის არ გაუხარდებოდა ამის მოსმენა :) 5.
11. მშვენიერი მიძღვნაა, ნ-ს გულგრილს ვერ დატოვებდა ასეთი ლექსი!!! მშვენიერი მიძღვნაა, ნ-ს გულგრილს ვერ დატოვებდა ასეთი ლექსი!!!
10. ტრფობას 5 იანიიი:) ტრფობას 5 იანიიი:)
9. რა ბედნიერია ის ქალი, რომელიც ასე უყვართ...
"მაგ თვალებიდან აგიფრინდება ცისფერ მტრედების გუნდი," სულაც რომ მეტი არაფერი ეწეროს, ესეც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ როგორ გრძელდება:) ჰუჰ...5.
რა ბედნიერია ის ქალი, რომელიც ასე უყვართ...
"მაგ თვალებიდან აგიფრინდება ცისფერ მტრედების გუნდი," სულაც რომ მეტი არაფერი ეწეროს, ესეც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ როგორ გრძელდება:) ჰუჰ...5.
6. ბრავო, დააათ! ძალიან ლამაზი ლექსია!
ჰო, მართლა, დროებით - აქ ვარ... მიხვდები ვინც... :)
555555555555555 ბრავო, დააათ! ძალიან ლამაზი ლექსია!
ჰო, მართლა, დროებით - აქ ვარ... მიხვდები ვინც... :)
555555555555555
5. არ დაგიცურდეს მოლიპულ ცაზე ფეხი
ჯადოსნური პოეზია :) არ დაგიცურდეს მოლიპულ ცაზე ფეხი
ჯადოსნური პოეზია :)
4. დავით, შოთასვით გიჯობნია მარცვლების რაოდენობით :დ +4 დავით, შოთასვით გიჯობნია მარცვლების რაოდენობით :დ +4
2. ძალიან მომეწონა! ა, ბატონო, ესაა პოეზია, და არა წივილ-კივილი. ფორმაში ხარ ავტორო! ბრავო!, ბრავო! ბრავო! ძალიან მომეწონა! ა, ბატონო, ესაა პოეზია, და არა წივილ-კივილი. ფორმაში ხარ ავტორო! ბრავო!, ბრავო! ბრავო!
1. ნუ მოწყდებით ორბიტას (თქვენსას) :)
ლამაზი ლექსია, მიჯნურთათვის :)
ნუ მოწყდებით ორბიტას (თქვენსას) :)
ლამაზი ლექსია, მიჯნურთათვის :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|