ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2015


მონატრება...

ამეკვიატა დღეს სოფელი რაღაც დილიდან
და საშინელი მონატრება ფიქრს, ვერ იოკებს...
ახლა ავდგები, მზერით სივრცეს გადავივლი და
დათრთვილულ მკლავებს ჩამოვფერთხავ კარალიოკებს.

გამოვაღვიძებ ფრთის ქვეშ ნისკარტჩარგულ ბეღურებს,
მარტოობა რომ შეაგუეს უჩემო ეზოს.
არა და ერთხელ ვერ დავკრიფე ბროწეულები,
ვერ დავამთხვიე სოფლად ყოფნას ვერაფრით ეს დრო.

ვიცი, იქ ახლა ნესტის ჭია გაუჩნდათ კედლებს
და მოიხდენდა სიმყუდროვეს შეშის ღუმელიც.
ლობიოს სარებს წაქცევიათ ნაბიჯი კვლებზე...
მე კი ქალაქში, კვლავ სიტყვებით ღლაბუცსს ვუნდები.

ღადარში შეყრილ ვაშლს ვნატრობ და წაბლაკარტოფილს,
(ნაკვერჩხალით რომ დაითუთქავ თითებს წვერებით...)
აქ ვარ და ახლა მე ის სითბო ისე არ მყოფნის,
როგორც უდროოდ გარდაცვლილი დედის ხელების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები