ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2015


***

ახლა ვფანტავ უშენობის მოლოდინებს,
ფიქრებს ვლამბავ ვით ობობის ფერმკრთალ ქსოვას,
ბრძოლით დაღლილს მთვარე მიცქერს ბოროდინზე,
და მას ველი, ვინაც არასოდეს მოვა..
წუთებს აკრთობს გაცრეცილი სიმარტოვე,
ცა გაბრწყინდა მონატრების დიადემით,
საგზლად უფრო მეტი ლექსი მინდა თორემ
დამჯაბნიან მხიარული დრიადები.
ამ ველიდან ცრემლიანი ვეღარ წავალ,
ღიმილს ვხატავ მტერ-მოყვარის საჩვენებლად
ახლა ალბათ იმ პატარა გოგოს ვგავარ
ვისაც უნდა დიდი ზღაპრის დაჯერება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს