გამიტაცე გაზაფხულის სიოს მსგავსად მე ასეთი სიყვარული არ მინახავს, ჯერაც არსად ვეღარ გავუძლებ მე შენს მწველ მზერას ჩაგეხუტები და შენს მკლავებში ვიპოვი შველას. მე არ მეღირსოს ნათელის ნახვა თუ შენ დამტოვებ და ჩემგან წახვალ მაშ! ჩემს გულს კორტნიდეს ყვავების გუნდი შენი გულისთვის, გავხდები მუნჯი. ასე მგონია, ციხეში ვზივარ გარს მახვევია მტრები მე ჩემი ფეხით, ტყეშიც კი მივალ თუნდაც მომვარდნენ მგლები. რით გავუმკლავდეთ მტრებს ისინი გვანან მგლებს მათ არ წამთ წმინდა გრძნობების არ ეშინიათ, ცოდვების. ძლიერ სიყვარულს ტკივილიც ახლავს ნუ დავიჯერებთ ჩვენ სხვების ნათქვამს, ისისნი მართლაც, გვითხრიან საფლავს ვეღარ არჩევენ ტყუილს და მართალს. უკვე ათასჯერ, აძგერდა გული ცხოვრება არის სასტიკი, რთული რაო?- გველებო, რა თქვით?-რა გვიწოდეთ? არ გსურთ, ჩვენსავით, ვნებით იწოდეთ? ასე მგონია, ვარსებობ მხოლოდ განა ფასი აქვს, ასეთ სიცოცხლეს? ოთხკედელშუა, ჩაკეტილ სახლში მკლავს მარტოობა და ვერ ვიცოცხლებ. მსურს დავნებდე, შენს სველ ბაგეს ვგრძნობ ცხოვრება, მიგებს მახეს მიკლავენ გულში იმედის მარცვალს ეს სიყვარული მე ჯვარზე მაცვამს. რისთვის მკლავს ღმერთი? რისთვის მაწამებს რა ვუყო, ჩემს თავს ნაწამებს ან ღამე ნათევ წამწამებს? იყო ღამე, თეთრი მთვარე ცაზე ბევრი ვარსვკვლავები ო!- რამდენი ცრემლი ვღვარე და შენც შემხვდი, ნამთვრალები. მე დედის წყევლა დამაწვა გულზე შენ მაწყნარებდი, მკოცნიდი შუბლზე აჩქარებულა გული, წყეული და მე აღარ ვარ მარტო, ეული. შენს ბაგეზე განაბული ღამე ცრემლით დანამული დაწყევლილი ჩვენი გრძნობა, ახლა გვმართებს,სხვებთან ბრძოლა. შენი ცხელი სუნთქვით ვტკბები შენ არ გავხარ სხვას როცა არ ხარ, ღვინოს ვეტრფი მე ის, ვნების ცეცხლში მწვავს. რა ვქნა თურმე მეც შემყვარებია ზამთრის სიცივე, გრძელი ქუჩები ალბათ იმიტომ შემყვარებია, რომ მეხებოდნენ, მწველი ტუჩები. ნუღა მაწვალებ, თქვი!-რას აპირებ თორემ გავყვები ნაცნობ ნაპირებს უსიტყვოდ, უხმოდ მოვიკლავ თავს მე უშენობა მადარდებს, მკლავს. რა ვქნა თუკი მეც შემყვარებია ზამთრის სიცივე, გრძელი ქუჩები მე ყველაფერი შემყვარებია რაც შენ გიყვარდა და გყვარებია. ზამთარს ჩურჩულით, სალამი უთქვამს ეს შეძახილი ქარს წაუღია რაში მადარდებს, მე ეგ სალამი ჩემთვის არაფერი, მას არ გაუღია. ძლიერ სიყვარულს ტკივილიც ახლავს ნუ დავიჯერებთ, ჩვენ სხვების ნათქვამს ღამე ,როდესაც დავრჩები, მარტო შენზე ოცნება, დამატკბობს მარტო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მოინდომე, იწამე, გჯეროდეს და დაწერ :) მოინდომე, იწამე, გჯეროდეს და დაწერ :)
5. ეს დიდი ქაოსი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ის მ ე დამემართა და არა სხვას.უფრო ლამაზი არ ყოფილა ჩემი ცხოვრება და ვერც დავწერ. ეს დიდი ქაოსი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ის მ ე დამემართა და არა სხვას.უფრო ლამაზი არ ყოფილა ჩემი ცხოვრება და ვერც დავწერ.
4. შეეცადე მოკლედ რიტმში და უკეთესი რითმით დაწერო, დაველოდები შემდეგს ++ წარმატებები შეეცადე მოკლედ რიტმში და უკეთესი რითმით დაწერო, დაველოდები შემდეგს ++ წარმატებები
3. დაგვტანჯე ამის წაკითხვით, დიდ ქაოსია, სიყვარულზე როცა წერ ძალიან ლამაზად უნდა დაწერო, ასე ყველა დაწერს, აბა, ჰე სხვა დროს უფრო მოკლედ და მეტი პოეზია. დაგვტანჯე ამის წაკითხვით, დიდ ქაოსია, სიყვარულზე როცა წერ ძალიან ლამაზად უნდა დაწერო, ასე ყველა დაწერს, აბა, ჰე სხვა დროს უფრო მოკლედ და მეტი პოეზია.
2. ავტორო, ძალიან მაინტერესებს თვითონ რას იტყვი ამ ნაწერზე....... საწყენად არ მიიღო, გთხოვ, და თუ არაა საიდუმლო რამდენი წლის ხარ? ავტორო, ძალიან მაინტერესებს თვითონ რას იტყვი ამ ნაწერზე....... საწყენად არ მიიღო, გთხოვ, და თუ არაა საიდუმლო რამდენი წლის ხარ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|