ნინო დარბაისელი
დაფარნა* - - - - - - - - -
(ციკლიდან : ,,ეტიუდები")
ზამთარიც მოსულა სიშიშვლით მოსილი, გაქრა ჩონჩხებიდან - ხურმა და კომში. ნაქარმა დაფარა დაფნების დაფარნა, დაეცა ყოველი პირისპირ ომში.
არც არა - ქარდება, არცა რა - შენდება, გაქრა ფერადები, გამოჩნდა ფერდობი, ხევი და ბორცვები. დახვალ, ილოცები, არავინ გახლავს.
აღარც რა გინდება, აღარც ვის ენდობი, როგორ ადვილდება ლოცვა და შენდობა... განგებას ბარდები. არ გაკრთობს ბარდები, მიჰყვები ნახნავს.
აღარც ქარებია გვიან შემოდგომის. მზე არის გულგრილი, მზე არის მქრქალი, და მხოლოდ ხანდახან, თავისთვის იღიმის, როგორც რომ - - კარგ კაცთან ნაწოლი ქალი.
_____
დაფარნა - (საეკლ.) სიწმინდის საფარავი. ჩვეულებრივ, ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგი ლექსია-უცხოდ მელოდიური, ოსტატურად ნაგები, ფინალიც -შესანიშნავი, სხარტი, ეფექტური, მაგრამ...
მაგრამ, მეც კი, მცირედმორწმუნეს და ნაკლებადრელიგიურს, დაფარნასთან, ლოცვასა და შენდობასთან რაღაც უადგილოდ მეჩვენა სწორედ ეს ძლიერი ფინალი :
"და მხოლოდ ხანდახან, თავისთვის იღიმის, როგორც რომ - - კარგ კაცთან ნაწოლი ქალი."
კარგი ლექსია-უცხოდ მელოდიური, ოსტატურად ნაგები, ფინალიც -შესანიშნავი, სხარტი, ეფექტური, მაგრამ...
მაგრამ, მეც კი, მცირედმორწმუნეს და ნაკლებადრელიგიურს, დაფარნასთან, ლოცვასა და შენდობასთან რაღაც უადგილოდ მეჩვენა სწორედ ეს ძლიერი ფინალი :
"და მხოლოდ ხანდახან, თავისთვის იღიმის, როგორც რომ - - კარგ კაცთან ნაწოლი ქალი."
2. მადლობა! :) მადლობა! :)
1. მთლიანადაც კარგია; ფინალი იდეალური
+5 მთლიანადაც კარგია; ფინალი იდეალური
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|