| ავტორი: ელადა ჟანრი: პოეზია 18 ოქტომბერი, 2015 |
რაც ნასოფლარი, ნატახტარია, ნაქალაქარი, ნაბაღნარია,
ჩემთვის განძია, ჩემთვის ხატია, რასაც წარსულის კვალი ატყვია.
ყველა ის ,,ჯიხა,, ყველა ,,ოხვამე,, სადაც წინაპართ ძვლები ოხრავენ.
ყველა ის ციხე, ყველა ის კოშკი, მედგრად რომ დახვდა, მტრის ურდოს ომში.
და ყველა ის ქვა, რიყის რომ ქვია, მტერს დაუშინეს ოდესღაც ტყვიად.
ჩემი ხახული,ლორე და ოშკი, დაღლილნი უკვე ლოდინით, ოხვრით.
და ჩემი მიწის ყველა ის გოჯი. ნაწილ–ნაწილ რომ აჭრიდნენ წლობით.
დღესაც მოთქვამენ წარსულის ცოდვით, უფალს ვავედრებ მე ჩემი ლოცვით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია
ხუთას დავწერ აქაც საჭიროა დღეს პტრიოტიზმი, თორემ დაგვეღუპა ქვეყანა კარგია
ხუთას დავწერ აქაც საჭიროა დღეს პტრიოტიზმი, თორემ დაგვეღუპა ქვეყანა
1. ჩემთვის განძია, ჩემთვის ხატია, რასაც წარსულის კვალი ატყვია.
ასე უნდა იყოს ყველასთვის. მომეწონა ლექსი. ჩემთვის განძია, ჩემთვის ხატია, რასაც წარსულის კვალი ატყვია.
ასე უნდა იყოს ყველასთვის. მომეწონა ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|