ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანციოლა
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2015


გაქვავდი ადგილზე / უსიტყვობა

გაქვავდი ადგილზე,
ხედავდი
ფრინველებს გაფრენილ ზეცაში,
გუშინ აწყდებოდა ფრესკებზე
ლოცვა და ლოცვანის სიბეცე.
გაქვავდი,
ხედავდი ხელებზე
თვალის ჩინს გიფენდი ჩრდილებად
გზაგადაკარგული გველების
მადევრად გაქციე.
სირბილე
გულის გარეკანში, სარქველი
დახურე, ნუ ხვდები ნურაფერს,
გონება ცხენებით ნათრევი
დაძიძგნეს გულდასმით ყორნებმა.
გაშეშდი,
გზის ბოლო ტრაფარეტს
ეწერა სულ სიცარიელე,
იყვირე !
ცეცხლის ჯვრით დაფარეს
თვალები, იმ ნაზარეველის.
გაქვავდი ადგილზე !
აჯობებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები