ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაინც ოპტიმისტი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2015


ის, რაც არასდროს ახდება.

მინდა გავფრინდე სხვა სამყაროში
და სხვა ცხოვრების ნაწილი გავხდე,
მერე დავბრუნდე დედამიწაზე
და მის შესახებ ბევრი რამ მოვყვე.
მინდა დავხატო ნახატი, სადაც
იუდას ქისა აღარ უჭირავს,
აღარსად არის სიბოროტე და
ადამიანებს უბრალოდ სძინავთ.
მინდა ზღვაში ვიხრჩობოდე,
რომ ვინმემ გადამარჩინოს.
მინდა ისეთი გამოცანა ვთქვა,
რომ ვერავინ გამოიცნოს.
მინდა ყველას ვუთხრა ის,
რისი თქმაც მინდა
და გაბრაზებების მიხედავად
ამის თქმა მაინც ღირდა.
მინდა ყველა ერთ წრედ შევკრა
და მათ შუაში მე ვიყო,
მათ გულებში შევიხედო,
სიყვარული გავიყო.
მინდა ჩუმად მოვუსმინო
ჩემზე ვინ რას ფიქრობს,
რადგან ხშირად ზურგს უკან
ბევრი სულ სხვას ფიქრობს.
მინდა ჩემი სიყვარული
ყველას მიმართ გამოვხატო.
ვისაც სითბო დასჭირდება
ჩემი გულით გავათბო.
მინდა ციხეში წავიდე,
რომ გავიგო იქ რა ხდება,
მართალია თუ არა, რომ
იქ ადამიანი სულ სხვა ხდება.
მინდა ჩავხედო სიკვდილს თავლებში
და მერე ისევ უკან დავბრუნდე,
ეგოისტი ვარ, მაინტერესებს
ვის უფრო მაგრად ვუყვარდი ადრე.
მინდა გავხდე ჯადოქარი,
რომ ყველას ოცნება ავუხდინო
და ბავშვთა სახლში მცხოვრებლებს
ლამაზი ოჯახი გავუჩინო.
მინდა ჯადოქრის ჯოხით
ზოგი სიკვდილს ავარიდო,
ზოგი კიდევ ბორორტების
ხიდზე გავლას განვარიდო.
მინდა ისტორიაში
ცვლილებები შევიტანო,
უკან გადავინაცვლო და
მოვლენები შევცვალო.
მინდა გზაში ეშმაკს შევხვდე
და თვალებში ჩავხედო,
ვუთხრა: ახლოს გაკარება
აღარასდროს გაბედო.
მინდა მქონდეს დიდი სახლი
და იქ ყველა ვაცხოვრო,
ყველაში იმათ ვგულისხმობ,
ვინც ჩემს გულში უკვე ცხოვრობს.
კიდევ ბევრი, ბევრი მინდა,
მინდა, მაგრამ არ ახდება.
ამ ლექსს ამიტომ დავარქვი
"ის რაც არასდროს ახდება"

და მაინც "არასდროს თქვა არასდროს"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები