ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2015


ლექსად თარგმნილი ანდაზები

ტრფობის სვე არ სცნობს, ბანქოში სვიანს,
სიყვარულს ტანჯვა ულაგებს ალაგს.
ვინც გვიყვარს - ჩვენც მათ ვაყენებთ ზიანს,
მათთან სიშორე ჯვარია... - დაგვაქვს!

მადას,
ჯანს,
მშვიდ ძილს, სიყვარულს ვასმევთ, -
ვერ ნახა თვალმა? - გულიდან მიდის.
მისი მონობა აითვლის ასწლედს,
საზღვარი არ აქვთ ტრფობას და სიკვდილს...

როცა ამური გულს ბრმად უმიზნებს -
ტყის ეშმაკს სჯაბნის ალქაჯი - სახლში,
გვიანღა ვხვდებით სიყვარულის ზნეს
და ვერ ვპოულობთ მათ შორის კავშირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები