მატარებლები , არეული მილეთის ხალხი.... და მოლოდინი შეხვედრების იქაც და აქაც, "თბილისი ვალე" ჩქაროსნული- (მთების ჩარდახში,) დასუსხულ ფიჭვნარს გაექცა და გვირაგში გაქრა...
თავსხმაა, მაგრამ წვიმას ვერ გრძნობს პატარა გოგო, მატარებელს ,რომ გააყოლა ოცნებით მზერა, რას არ მისცემდა იმ ვაგონით ემგზავრა ოღონდ ხელს რომ უქნევდნენ გამვლელები ფანჯრიდან ჯერაც...
გაუფერულდა კონტურები ჩანახატივით, გადადღაბნილი ნათურების ციმციმა ხაზით... მატარებელი სულ არ ჩანდა ისე მარტივი, ერთი შეხებით გამოსტაცა ქალაქი ღრმა ძილს...
და სიბნელეში გადამალა ხალხი ქოშინით. მიაქანებდა სადღაც სხვების დარდს და მოლოდინს და ვაგონების ხანმოკლე და მაინც კავშირი, აიძულებდათ ერთად ყოფნას მათ, გზის ბოლომდე...
დათვლილ სადგურებს ჩაუქროლა მერე იმ წლებმა და ახლა როცა ბოლო ბაქნის ტრაპთან ვმთავრდები, ხომ ილუზია იყო, მაგრამ არ მავიწყდება: მატარებლებს, რომ აჩერებდა გოგო თვალებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ++მახსოვს ეგ მატარებელი, ეხლა თუ დადის? აწყურელი ცხოვრობდა ჩემთან სტუდენტობისას, მე ვიყავი მაგის ,,პრავადნიკი.)) ++მახსოვს ეგ მატარებელი, ეხლა თუ დადის? აწყურელი ცხოვრობდა ჩემთან სტუდენტობისას, მე ვიყავი მაგის ,,პრავადნიკი.))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|