ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მარტი, 2015


სოციალურად დაუცველის საგანგებო მიმართვა

გამარჯობა
მე საქართველოს მოქალაქე ვარ. საქართველო პატარა უიღბლო ქვეყანაა იღბლიანი გეოპოლიტიკით. საუკუნეების მანძილზე ჩემი ქვეყანა იბრძოდა. ისტორიის მანძილზე ჩვენ თავს ვიცავდით. თავდაცვა ჩვენი შინაგანი თვისებაა. ჩვენ ხშირად ვმარცხდებოდით. ჩვენ არ გვიყვარს ამის აღიარება მაგრამ ჩვენ უფრო ხშირად დამარცხებულები ვიყავით. ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით და დღეს ამ შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ! ჩვენ ტყუილში ვცხოვრობთ, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ტყუილში ცხოვრება ისევ ჩვენთვის არის მომგებიანი.
ცხოვრებაში მეც ბევრი შეცდომა დავუშვი. ჩემი 26 წლიანი ცხოვრება ძალიან გავს ჩემს ქვეყანას და მის ისტორიას. მე არც სამსახური მაქვს, არც საყვარელი ადამიანები, არც ჯანმრთელობა და სახლი. ყველაფერი წამართვეს. სისტემამ ფეხქვეშ გათელა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ფასეულობები. თავისუფლება, სამართლიანობა, ბედნიერება. მე რიგითი ბანკის იპოთეკარი ვარ. მე ხმა არ ამომიღია მაშინ, როცა აღსრულების პოლიცია ჩემს მხცოვან მშობლებს ბინიდან ყრიდა, ხმა არ ამომიღია მაშინ, როცა საცხოვრებლის უქონლობის გამო ქუჩაში მეძინა, ხმა არ ამომიღია მაშინ როცა ჩემს სახლთან პოლიცია იდგა და მე არ მიშვებდა. მე ჩვეულებრივი მუნჯი ვარ. ხმაც არ შემრჩა. ხმა იმის, რომ ვიყვირო! ვიღრიალო! და ვიბრძოლო! სისტემა ფიქრობს, რომ მე მომერია მაგრამ არა
მე არ დამიცვა სახელმწიფომ, მე არ დამიცვა სისტემამ, მე არ დამიცვა საზოგადოებამ, მე არ დამიცვა სასამართლომ, მე არ დამიცვა არავინ. ამიტომაც მე დღეს სოციალურად დაუცველი ვარ!
და
დროა მე დავიცვა საკუთარი თავი!
მე ქართველი ვარ მაშასადამე უნდა ვიბრძოლო! მე თავდაცვას ვიწყებ! გეშინოდე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები