ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაინც ოპტიმისტი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2015


სიზმარი

ფერად სამყაროში ვცხოვრობ,
ყველა ბედნიერი ხდება,
ჩემს ირგვლივ სიმშვიდე სუფევს,
ყველა ოცნებები ხდება.
ის პატარა, რომ ტიროდა
დღეს
სიხარულით ტკბება,
გოგო ბიჭს რომ გლოვობდა,
დღეს ისევ სიყვარულით ტკბება.
ყველას ერთმანეთი უყვარს,
ბოროტება საბოლოოდ ქრება.
ერთმანეთს ყველა ეხმარება
აღარ სჭირდებათ ხალხთან ვედრება.
მთები თოვლით იფარება,
ზღვას სილურჯე ფარავს,
ტყეში ფოთლები იფანტება,
ცხოველს აღარავინ კლავს.
სისხლი არსად არ იღვრება,
ყველა დიდხანს ცოცხლობს,
რუსი, ოსი და აფხაზი
ყველა ტკბილად ცხოვრობს.
ომი არსად აღარ ხდება-
მგელი აღარ ებრძვის კრავს.
ყველა ერთად ქმნის დიდ
მეგობრობის უწყვეტ ჯაჭვს.
ხელოვანებს აფასებენ,
აღარ არის ბევრი კრიტიკა,
ყველას საქმეს უფასებენ,
დასრულდა შური და უაზრო კრიტიკა.
თავისუფლებას აღარ ებრძვიან,
საკუთარ მეს არ გაურბიან.
აღარ ცდილობენ იმის დამალვას,
რითიც ცხოვრების რიტმს მიჰყვებიან.
ყველა ფილანთროპი ხდება
და სამოთხეში ხვდება.
ამ გაფერადებულ სამყაროში
ბევრი სასწაული ხდება.
არავინ მალავს საკუთარ სახეს
ნიღაბი მხოლოდ თეატრში გვხვდება.
ცხოვრების ფირფიტა ისევ ტრიალებს,
მჯერა, არასდროს არ გაჩერდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები