ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2015


ოთახში

ვერთობით, ვიცინით,
გვაკლია ყველა და ყველაფერი,
ჩაკეტილ სივრცეში ვარსებობთ,
ვიგონებთ გასართობს,
სულ რომ არ გავგიჟდეთ,
ვხატავთ და მუსიკას ვუსმენთ,
ვმღერით, ვიხსენებთ მეგობრებს,
ვტირივართ, ვყვირივართ მიშველეთ,
ფერებში შავ-თეთრად ვიცხოვრე,
სიბნელე, სიჩუმე დამჩემდა,
სუყველა ვერ შევიყვარე,
ვერ შევაყვარე,
თვალებში სხივები, აცდენა,
არ მოხდა დამთხვევა,
მიწვდა და გაეშვა,
სირბილი საპირისპირო,
ნელი ნაბიჯი ჰაერში,
გამრუდებული საათის,
ისრები, საბედისწერო,
შეცდომა, ტანჯვა,
მთელი ცხოვრება,
და ქვაზე ძვალი,
და რკინაზე სისხლის წვეთები,
ფოთოლზე ცრემლი,
ფესვები,
თითებზე, ხვეული,
სამყაროს კარიდან,
შესვლა ოთახში,
სადაც ვართ, ვიყავით,
ისევ იქ,
აღარ ვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები