ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2015


ამინდი: სიჩუმე

ნუ  იტყვი, ნუ მოყვები ზაფხულებზე,-
მწარეა შიშველ მზეზე ხელშევლება. 
მღვრიემდე  ჩასვლების და დახრჩობების
არ მოყვე - არშველების. ვერშველების. 

გავჩუმდეთ, გაჩუმება დროულია.
ჩავწყდები, როგორც  ხიდან ჩიტის ბუდე.
ართოვაც დროულია, არწვიმებიც, 
არყოფნაც, ბოლო გზა რომ გაგვიმრუდა 

და ქუჩას გადააგეს  სხვა ქუჩები,
იცოდი,  თუთებიც რომ  გადაკაფეს? 
მე  ახლა, მიწებსა  და ბალახებზე,
სხვა ამბებს გავჩუმდები, სხვა არაკებს,

ოღონდაც, გადარჩენის  აღარ მითხრა-
მოვლენ და უფრო კარგად უშველიან
ღმერთები, წმინდანები, მისთანები...   
ჩვენ ჩვენთვის - უჩემობით. უშენობით.

მე ჩემთვის - შენს გარეშე, მზის გარეშე,
შენ შენთვის - უჩემოდ და უმზეობოდ.
არ მოყვე, არშველები, ვერშველები,
მღვრიემდე ჩასვლები და უმწეობა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები