მამაო ჩვენო რომელი ხარ შენ ცათა შინა, რომელიც უმზერ დედამიწას ცოდვებით სნეულს, ხანდახან იმის დაჯერება როგორ არ მინდა, რომ ზიარებად შევდგომივარ შენს წმინდა სხეულს...
ბილწი ბაგეთი მიკოცნია ხატება შენი. მცირედმორწმუნე სინანულით, როცა ვევნები, ჯოჯოხეთის ცეცხლს ფიქრში ხშირად ვეთამაშები და ბალიშს მხოლოდ შიშის გამო ვალტობ ცრემლებით.
კაცთმოყვარებას და სიყვარულს ან ვის ვაჯერებ, როდესაც თავად მე არ მჯერა... და შენ ხომ ხედავ, ეს ჩვენ გავხრწენით დედამიწა ბერწი მძორივით... კუზივით დაგვაქვს საკუთარი ცოდვები ყველას.
შენ შეიწყალე ავაზაკი როგორც უფალმა, მამაო ჩვენო!-რად არ ხუჭავ თვალს ჩემს ცოდვებზე?! შენ, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია მე დამიფარო ან შემაყვარე მოყვასი და ან შემაძულე,
რომ არასოდეს არ მატკინოს გული ღალატმა და რომ მე თვითონ არ მომინდეს სხვისი ღალატი.... თორემ ხანდახან არსებობა შენიც არა მწამს, მე მიწიერი მიწა ვარ და შენ ცაში ღმერთი!
ურწმუნოების ცოდვისაგან გადამარჩინე, სიყვარულისთვის, თუნდაც სუნთქვა შევძლო ისევ ვრომ... მამაო ჩვენო რომელი ხარ შენ ცათა შინა, რომელიც უმზერ დედამიწას ცოდვებით სნეულს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კაცთმოყვარებას და სიყვარულს ან ვის ვაჯერებ, როდესაც თავად მე არ მჯერა... და შენ ხომ ხედავ, ეს ჩვენ გავხრწენით დედამიწა ბერწი მძორივით... კუზივით დაგვაქვს საკუთარი ცოდვები ყველას.
გამორჩეულად მომეწონა ეს სტროფი +5 კაცთმოყვარებას და სიყვარულს ან ვის ვაჯერებ, როდესაც თავად მე არ მჯერა... და შენ ხომ ხედავ, ეს ჩვენ გავხრწენით დედამიწა ბერწი მძორივით... კუზივით დაგვაქვს საკუთარი ცოდვები ყველას.
გამორჩეულად მომეწონა ეს სტროფი +5
4. კარგია ძალიან მომწონს! წარმატებებს გისურვებთ +2 კარგია ძალიან მომწონს! წარმატებებს გისურვებთ +2
3. ძალიან "ფაქიზი" თემა შეგირჩევიათ...
სათქმელი კარგად თქვით...მომწონს... ძალიან "ფაქიზი" თემა შეგირჩევიათ...
სათქმელი კარგად თქვით...მომწონს...
1. მომეწონა, ჩემი სათქმელიც თქვი! მომეწონა, ჩემი სათქმელიც თქვი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|