ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2015


რით დაგიმსახურეთ, ქალბატონო?

რით დაგიმსახურეთ ქალბატონო?
რით დაგიმსახურეთ?
თქვენი თვალები,რად მოაცდინეთ-
ჩემს სანახავად ?
მე,მხოლოდ ყველას,დავიწყების კუნჭულში ვცხოვრობ
და სულიც თითქოს,სიცივისგან გამიხდა ავად.
თქვენ მშვენიერო-
მოგიხურავთ , ზღვის ცა მანტიად ,
მხრებამდე ფრთხილად,გაგიშლიათ თმები ხვეული
და ვით ნიჟარას , მარგალიტი, დაგიფარიათ,
აქაფებული ტალღებივით  თეთრი სხეული...
ნუ გამომიწვდით მაგ სიოსავით საამურ თითებს
ჩემი ბუნება, შემოდგომის ცივი ქარია
მე მხოლოდ ღამით,უძილობის აჩრდილი მიგებს
და მისგან გაცლაც ყოველ დილით, გარდუვალია.
ნუ გაიმეტებთ ქალბატონო, გულის ნაწილებს,
ნურც მოთმინებით ,ნუ დაიწყებთ,უსიტყვო ლოდინს
ვერ შევიფარებ მაგ სილამაზეს... (ძლიერ მაშინებს)
მე  გასახარად,თქვენი თვალის,მოცდენაც მყოფნის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები