ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2015


გოგოვ, აფრქვევ მინანქარს

გოგოვ, აფრქვევ მინანქარს,
რა კოხტა ხარ... რა ნაზი,
იშვიათად მინახავს
შენისთანა ლამაზი.
ნეტავ იმას, ვის მკლავზეც
მაგ დალალებს დააფენ,
ისე გშვენის სინაზე,
როგორც ჯიხვი ქარაფებს.
გული მოყვასს გიწოდებს,
შენც გიმღერის წლებია,
ჩვენი გზები იცოდე,
სიყვარულის გზებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები