ტკივილად შეკრულ სიცოცხლის სხივებს, ებრძვის სილაღე და მზის სადავე, იყავი შორი, იყავი უტყვი, ვითარცა სიტყვა - „მაშასადამე“... ჩემს გულისცემას, ჩემს სულის სითბოს, თეთრი თოლიის ჰქონდა სათავე, იდექი გაღმა, მიცქერდი შორით, ვითარცა სიტყვა - „მაშასადამე“... ჰორიზონტს მიღმა მოჩანდა ნისლი, თვალები თხრიდნენ ფიქრის სამარეს, გაგშორდი უხმოდ, ვითარცა უცხო, ვითარცა სიტყვა - „მაშასადამე“...