(ციკლიდან: ,,ეტიუდები")
ვინ დაიჯერებს ახლა, რომ ის მოხუცი კაცი, შვილიშვილი რომ ახლავს, კეპი რომ ხურავს ბაცი, ქუჩის მათხოვარს მქისედ რომ ჩაუყარა ხურდა, ერთ დროს მხიბლავდა ისე, ერთ დროს იმგვარად მსურდა, სუნთქვა მეკვროდა უცებ, დავინახავდი რაწამს. წარსულს კვლავ გული უცემს, ჩემი სიმშვიდის არ სწამს. მძულხარ, სიბერევ, ძლიერ, დაუნდობელო, მწარევ, წვეთიწვეთ გვიცვლი იერს და თაფლში ნაღველს არევ. მე ავარიდე თვალი, ვეღარ ვიცანი ვითომ, საფეხურები ვთვალე... ნეტა თუ მიცნო თვითონ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა, ჩემო კარგებო, რომ წაიკითხეთ და მოიწონეთ! :) მადლობა, ჩემო კარგებო, რომ წაიკითხეთ და მოიწონეთ! :)
4. უცხოდ მელოდიური ლექსი. მოიტანა განწყობა. უცხოდ მელოდიური ლექსი. მოიტანა განწყობა.
3. " მე ავარიდე თვალი, ვეღარ ვიცანი ვითომ, საფეხურები ვთვალე... ნეტა თუ მიცნო თვითონ? "
++
" მე ავარიდე თვალი, ვეღარ ვიცანი ვითომ, საფეხურები ვთვალე... ნეტა თუ მიცნო თვითონ? "
++
2. ნორმალური ლექსია. ფინალი მომექონა.
"თორემ ჰერი, და სიბერე ძუ მგელივით მოგვვარდება" ნორმალური ლექსია. ფინალი მომექონა.
"თორემ ჰერი, და სიბერე ძუ მგელივით მოგვვარდება"
1. მომეწონა ლექსი და სითამამე! მომეწონა ლექსი და სითამამე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|