ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2015


* * *

გკითხულობ, გკითხულობ თეოდორ დრაიზერ
სულიდან ვერ ვიცლი უმწვანეს ლიანებს,
თოვლის წილ თბილისის ღამეთა დროზერა,
ფარულ შეხვედრების ეპოქა-გვიანი
სულმოკლე პოეტის ვნებათა ხროვაში,
აფუჭებს ყოველგვარ კანონს და პროტოკოლს...
დალივით ვიპრიხავ საძაგელ ულვაშებს,
ღმერთამდე შესაძლო მანძილებს ვამოკლებ,
მერე კი ვჩურჩულებ კეფასთან არასრულ
სტრიქონებს-ტუჩების ბავშვური ცანცარით,
ყოველი მრუშობა ხორციელ მარაზმთა
ვლინება და უფრო მე ვიცი, რაც არის.
გკითხულობ თვალიდან, ყელიდან, მუცლიდან,
გკითხულობ ამ ჩემი ცოდვილი თითებით...
აღარ მსურს შესაძლო სიყვარულს ვუცდიდე,
ვერ ვიტან ალიონს და ყველას გიტოვებ
ღამემდე, მანამ კი ვკითხულობ დრაიზერს,
სულიდან ვერ ვიცლი უმწვანეს ლიანებს,
თოვლის წილ თბილისის ღამეთა დროზერა,
ფარულ შეხვედრების ეპოქა-გვიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები