 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული 30 აპრილი, 2015 |
(მათხოვარი მიდის ეკლესიაში, სანთელს ანთებს, პირჯვარს იწერს და ზემოთ იყურება)
მათხოვარი (ჩურჩულით): გამარჯობა უფალო. უფალო გამარჯობა. (აქეთ-იქით იყურება) უფალო გამეცი ხმა, სერიოზული საქმე მაქვს.
უფალო რატო არ მელაპარაკები? გაწყენინე რამე? აი თუ გინდა კიდე გადავიწერ პირჯვარს (პირჯვარს იწერს). ხო იცი რო ცაცია ვარ, მაგრამ შენი ხათრით მაინც მარჯვენათი ვიწერ.
ისე რა კარგია, რომ ხელით უნდა გადაიწერო პირჯვარი, ფეხით ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი (გაიცინებს, სწრაფად მოკეტავს).
უფალო მომესალმე სალამი ღვთისაა. ბატონო უფალო გამეცი ხმა, ძალიან მჭირდება შენი დახმარება.
მომესალმე, თორემ საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ არ არსებობ. კარგი არ მესალმები, ნუ მესალმები, რამე მაინც მანიშნე. პანჩური მაინც ამომარტყი (ცოტა შექანავდება). ასე ძლიერადაც არა უფალო.
(შემოდის უფლისწული) უფლისწული: რა ხდება აქ, რა ხმაურია? შენ ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება? მათხოვარი შემოსვლის უფლება?! ჰე, მე მამაოს ბიძაშვილი ვარ და საშვი დაშვებულია ჩემზე. უფლისწული ვინ მამაოს ბიძაშვილი ხარ? მათხოვარი არავის ბიძაშვილი არ ვარ, ეკლესია ერთადერთი ადგილია სადაც ყოველგვარი უფლების და საშვის გარეშე შევდივარ და შენ ვინღა ხარ რო მასე მელაპარაკები? უფლისწული მე ვინღა ვარ და მე უფლისწული ვარ. შენ ვინღა გდიხარ? მათხოვარი ჰეჰე, რა ხარ? უფლისწული უფლისწული. მათხოვარი უფლის წული? ა, მივხვდი, ეხლახან უფალს ველაპარაკე და ესეიგი თვითონ ვერ მოვიდა და ჩემთან თავისი წული გამოგზავნა? უფლისწული არვიცი შენ ვის ელაპარაკე, მაგრამ გიბრძანებ ახლავე დატოვო ჩემი სასახლე. მათხოვარი ეე, ჩემი სასახლეო. (მიდის და სახეზე კიდებს ხელს) ეს ნახე რა რა დღეშია. უფლისწული (ხელს გადაუგრეხს) როგორ ბედავ ჩემთან ესე მოქცევას შე მათხოვარო? მათხოვარი საიდან იცი რო მათხოვარი ვარ? უფლისწული ხელი რო გადაგიგრიხე ხურდების ჩხრიალი გავიგე შენი ჯიბიდან (ხელს გაუშვებს, მიაგდებს). დროზე გაეთრიე აქედან! (მათხოვარი მოხრილი გადის შეშინებული. ცოტახანში უფლისწული ეძახის მათხოვარს).
უფლისწული მათხოვარო! მათხოვარო! (მათხოვარი მოტრიალდება). უფლისწული (ხელს გაუწვდის) ცოტა დამეხმარე რა (დასცინის). (მათხოვარი უკმაყოფილო სახით ისევ შეტრიალდება და აგრძელებს სიარულს. უფლისწულმა შეატყო რო ძალიან ეწყინა და ისევ მობრუნებას ცდილობს).
უფლისწული მათხოვარო დაიცადე ერთი წუთი (გაეკიდება და ხელით მოატრიალებს). მოდი აქ. რატო გეწყინა. ყველა ადამიანი თავისი პროფესიით უნდა ამაყობდეს. მე მაგალითად არსად არ შემრცხვება რო უფლისწული ვარ. საერთოდ არ მრცხვენია. აი თუ გინდა ვიყვირებ, რომ მე უფლისწული ვარ. ყველამ გაიგოს, რომ მე უფლისწული ვარ (ყვირის). და ეს სასახლე ჩემია. ეს ყველაფერი ჩემია და როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ეს კიდე მათხოვარია და დაეხმარეთ რითიც შეგიძლიათ. ნახე რა რეკლამა გაგიკეთე? აჰა შენ ორი ლარი (ხურდას აძლევს. უფლისწული ისევ ცენტრისკენ ბრუნდება ლაპარაკ-ლაპარაკით, მათხოვარი დაინტერესდა, მოტრიალდა და უსმენს). მე კიდევ ბევრ რამეში შემიძლია დაგეხმარო, მაგალითად ჩემ სასახლეში დაგაწყებინო მუშაობა, მოახლედ, მიმტანად, მზარეულად, ჭურჭლის მრეცხავად, რავიცი რაც გაგიხარდება. მე ყველაფერი შემიძლია. შემიძლია არც არაფერი გაგიკეთო, დაგამწყვდიო გალიაში, ჩიტებთან და სანამ ბუმბული არ გამოგივა არ გამოგიშვა აჰაჰაჰჰა (იცინის). მათხოვარი უფლისწულო მომიტევე (მიდის უფლისწულთან). ტაძარს მივამსგავსე თქვენი სასახლე და შემოვედი სალოცავად, რა დიდებული სასახლე გქონიათ. უფლისწული გმადლობ, ახალი აშენებულია (უხარია ძალიან). შენც გაქვს ესეთი სასახლე? მათხოვარი არა, მე საიდან, მეხუმრებით? უფლისწული მე მაქვს (ნიშნის მოგებით). მათხოვარი თქვენ კიდევ უფრო მეტს იმსახურებთ უფლისწულო. უფლისწული გმადლობ, შენობით მელაპარაკე რა ძალიან გთხოვ. მათხოვარი შენ უფრო მეტს იმსახურებ უფლისწულო. უფლისწული მე ედუარდი მქვია (ხელს გაუწვდის). მათხოვარი მე ტომი. ტომ კენტი (ხელი აქვს ჩამორთმეული, შენიშნავს საათს ხელზე). რა ძვირფასი საათი გაქვს, ალბათ ძალიან ძვირი ღირს არა? უფლისწული (ხელს გაუშვებს და საათზე იყურება) კი, სვოჩია, ორიგინალი. ეხლახან ვიყიდე. ათი ათასი ამერიკული დოლარი გადავიხადე. ყოველთვის ზუსტ დროს აჩვენებს. მათხოვარი ჰე, მეც მაქვს საათი. მაგრამ ჩემში ხუთი ლარი გადავიხადე. ყოველთვის ხუთ საათს აჩვენებს. უფლისწული წამოდი სასახლეს დაგათვალიერებინებ. აქ რასაც ხედავ ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი. არ მიყვარს სტანდარტული რაღაცეები, ყველაფერი ორიგინალურად გავაკეთებინე. მათხოვარი მართლაც ძალიან ორიგინალურია. უფლისწული ხო, არ მიყვარს სტანდარტული რაღაცეები. აი შემოსასვლელ კარზე „გლაზოკი“ რომ არის. მათხოვარი დიახ. უფლისწული ეგ ჩემთან შემოტრიალებულია. სტუმარი მოვა, შემოიხედება, თუ დაგინახავს დააკაკუნებს, თუ არა და წავა, აღარ იწვალებს. მათხოვარი ეგ რაღაც ვერ გავიგე. უფლისწული ხო, მერე მეც აღარ მომეწონა ეგ იდეა, მაგრამ რადგან გავაკეთე - იყოს.
შემოსასვლელშივე გავაკეთე ონკანი. რომ სტუმარმა მაშინვე დაიბანონ ხელები. სისუფთავე ძალიან მიყვარს. აქაც ერთი ნიუანსია, ყველას აქვს ორ არხიანი ონკანი, ცხელი და ცივი წყლის. წითელს მოუშვებ ცხელი მოდის, ლურჯს მოუშვებ - ცივი. მაინც ერთმანეთს უნდა შეურიო ეს ცხელი და ცივი, რო წყალი კარგ ტემპერატურაზე იყოს. ამიტომ მე მარტო ერთი ცალი დავაყენე, მწვანე, მოუშვებ და პირდაპირ შერეული მოდის. მათხოვარი ეს მართლაც ძალზედ საინტერესოა. უფლისწული აი აქედან ჩემ საძინებელამდე იატაკი სულ კაუჩუკის გავაკეთე. მათხოვარი კაუჩუკის რატო? უფლისწული უფრო სახალისოა სიარული. აი ნახე (ხტუნაობით მიდის შუისკენ, უკან). გამოდი შენც. მათხოვარი (ესეც ანალოგიურად მიდის) ვა, როგორი სახალისო ყოფილა (უცბად მოიწყენს). თქვენო აღმატებულებავ, მე ასეთი რამეები ნაკლებად მახალისებს, თქვენ ბუნებრივია კარგ ხასიათზე ხართ და ერთობით ამ ყველაფრით, რადგან მეტი საფიქრალი ალბათ არც გაქვთ. უფლისწული არც მთლად ეგრეა საქმე. მე არ მაქვს თავისუფლება. მე არ შემიძლია თავისუფლად ვიარო ქუჩებში. ვიყოლიო მეგობრები. ნამდვილი მეგობრები რასაც წიგნებში ვკითხულობ და არა ისეთი, როგორიც მე მყავს. ეს ყველაფერი მოჩვენებითია, ისინი ცდილობენ მუდამ მასიამოვნონ, რამით გამაოცონ, ყველაფერს მპატიობენ, ყველა ჩემ შეურაცხყოფას ადვილად ეგუებიან და ვერ მიღებენ ისე, როგორც ადამიანს. ძალაუნებურად ჩემში უფლისწულს ხედავენ. მათხოვარი ჰე, მერე მაგას რა ჯობია. მე კიდე რამე რო შემეშლება ჩემი მეგობრები ჯერ პანჩურებს მირტყამენ, მერე კიდე პანჩურებს და მერე ფეხები რო დაეღლებათ პანჩურების რტყმით საკუთარი ფეხებით მარტყმევინებენ პანჩურებს. უფლისწული ვა, ეგ როგორ? მათხოვარი აი ესე (მარცხენა ფეხით უკნიდან ირტყამს პანჩურებს). უფლისწული ჰეჰეჰე, როგორ? (ის კიდე აჩვენებს და ესეც ცდილობს გაკეთებას და გულიანად იცინის). ძალიან სასაცილო ვიღაცა ხარ. მე მათხოვარი სხვანაირი წარმომედგინა. მათხოვარი როგორი სხვანაირი? უფლისწული აი ისეთი როგორიც შენ ხარ (იცინის). მათხოვარი ხოო (მოიწყენს). უფლისწული სანამ შემოვიდოდი უფალს რაღაცას ევედრებოდი. იქნებ მე შემიძლია რამით დაგეხმარო? მათხოვარი თქვენ როგორ გაკადრებთ, მაგრამ უფლისწულს როგორ არ შეუძლია მათხოვარს დაეხმაროს. უფლისწული რითი შეიძლება დაგეხმარო? მათხოვარი ნუ რავიცი როგორ გითხრათ. უფლისწული ვერ ვხვდები, არ მაგონდება, იქნებ მიკარნახო რითი შემიძლია დახმარება გაგიწიო? მათხოვარი უფლისწულო მათხოვარს რითი შეიძლება დაეხმარონ? უფლისწული ა, მიგიხვდი, წამოდი მაგარ ფილმს გაყურებინებ (ხელს კიდებს და ცდილობს წაყვანას). მათხოვარი არა უფლისწულო ედუარდ, ფილმის ყურება ჩემს პრობლემებს ვერ მოაგვარებს. უფლისწული ა მივხვდი, მათხოვარი ხო მათხოვრობს, ანუ თხოულობს რაღაცას, გინდა ჩემ საათს გათხოვებ. ოღონდ მალე დამიბრუნე. მათხოვარი არა, საათიც არ მჭირდება. უფლისწული უი! თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი, რა ადგილას მათხოვრობ? მათხოვარი აქვე პატარა სასტუმროს გარეთ, კართან, კიბეზე ვარ ჩამომჯდარი. უფლისწული ჰმ! ამ სიცივეში, კიბეზე, გარეთ? ეხლავე გავცემ ბრძანებას და შიგნით სასტუმროში გადაგიყვანენ კიბეზე. მათხოვარი გმადლობ უფლისწულო, მაგრამ გარეთ უფრო საცოდავი შესახედი ვარ, ხალხს უფრო ვეცოდები და იმიტომაც უფრო მეხმარებიან. უფლისწული აჰა, მაგდენი ვეღარ მოვისაზრე. მაშინ ჩემებს დავავალებ, რომ იმ პატარა სასტუმროსთან კი არა, ქალაქში საუკეთესო სასტუმროს კიბესთან გადაგიყვანენ, იქ უფრო ფულიანი ხალხი მოძრაობს და უფრო ბევრს დაგეხმარებიან. მათხოვარი რას ბრძანებთ უფლისწულო, ფულიანი ხალხი ჩემ მდგომარეობაში ნაკლებად შევა და დახმარებასაც არ გამიწევენ. უფლისწული ვა აბა რა მოგიხერხო, გინდა ფული მოგცე? მათხოვარი თქვენ უკვე იმდენი დახმარება გამიწიეთ, მაგას როგორ გაკადრებთ, მაგრამ ფულზე უარს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვერასდროს ვერ ვიტყვი. უფლისწული და საერთოდ რად გინდა ეს ფული? მათხოვარი პირველ რიგში იმისთვის, რომ ბაბუა მყავს ძალიან ცუდად. ექიმს უნდა მივუტანო, თორე დაიღუპება. უფლისწული ბაბუას რა დაემართა? მათხოვარი ცუდად არის, აპარატზეა შეერთებული. უფლისწული აპარატზე? ვა, ტენი? მათხოვარი უფალსაც იმას შევთხოვდი, რომ რამით დამხმარებოდა. უფლისწული მერე დაგეხმარა რამით? მათხოვარი ჯერჯერობით არა. უფლისწული მესმის ყველაფერი. სამწუხაროდ მე ფული არა მაქვს, თორე დაგეხმარებოდი. მათხოვარი მომიტევეთ, რა ჩემი საქმეა, მაგრამ თქვენ უფლისწულს ფული როგორ არ გაქვთ? უფლისწული დიახ, არ მაქვს. აკი გითხარით სასახლეში ვარ გამოკეტილი მეთქი. მამაჩემმა ასე გადაწყვიტა. კაპიკს არ მაძლევს და აქედან გასვლის უფლებასაც არ მაძლევს, სანამ მეფე არ გავხდები. სასწავლებელშიც კი არ დავდივარ და მასწავლებლები აქ მოდიან სასახლეში და აქ მიკითხავენ ლექციებს. მათხოვარი ალბათ დიდებულმა მეფემ იცის თავის საქმის და შეგნებულად იქცევა ასე, რომ მომავალი კარგი გქონდეთ. უფლისწული მართალია, მაგრამ მე არ მინდა მომავალის იმედზე ყოფნა. მე დღევანდელი დღით მინდა დავტკბე. მე ცხოვრება მინდა. სიმართლე გითხრა შენი ცოტათი შემშურდა კიდეც. თითქოს შენი ცხოვრება უფრო საინტერესოა - ვიდრე ჩემი. მომიყევი შენზე რამე, რატო გახდი მათხოვარი, რატო სხვა პროფესია არ აირჩიე? მათხოვარი მათხოვრობა პროფესია და თანამდებობრივი წოდება არ არის დიდებულო უფლისწულო. მათხოვრობა არის, როდესაც არც არანაირი პროფესია არ გაქვს და არც თანამდებობა. მათხოვარი ხარ, როდესაც ვერ პოულობ გამოსავალს, აღარ გყავს ირგვლივ არავინ, ვისაც შენზე გული შესტკივა და არც არაფერის შეცვლას გეგმავ მომავალში. უფლისწული ვა რა კარგად ჩამოაყალიბე. მემგონი შენ მართლაც ნამდვილი მათხოვარი ხარ. მათხოვარი დიახ. სამწუხაროდ ასეა. მე მართლაც მათხოვარი ვარ, ნამდვილი მათხოვარი. მაგრამ ჩემი ოცნება არ ყოფილა გავმხდარიყავი მათხოვარი. ბავშვობაში თქვენნაირად მინდოდა გამოწკეპილი მევლო, მქონოდა დიდი სასახლე, ჩემი ერთი ხმის ამოღებით ხალხი მიწასთან განთხმულიყო და ჩემ ბრძანებას ყველა მაშინვე დამორჩილებოდა, მაგრამ ცხოვრება სხვაგვარად წამივიდა. უფლისწული მომიყევი რა, მომიყევი რა და ფულს გაჩუქებ. მათხოვარი უფლისწულო აკი სთქვით, რომ ფული არა მაქვსო? უფლისწული (შეტრიალდება შერცხვენილი) ჩემს ვეზირს ვთხოვ და მომცემს ცოტას. მომიყევი შენი ისტორია, ეს ბრძანებაა. მათხოვარი ნება თქვენია. ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ვუყურები, როცა მითხრეს, რომ ვარსკვლავი ჩამოვარდა ცას და დროზე რამე ჩაიფიქრეო. მე ჩავიფიქრე ვარსკვლავი მაშინ ჩამოვარდეს ცას როდესაც მე ჩავიფიქრებ მეთქი. იმ ღამეს ცაზე არცერთი ვარსკვლავი აღარ დარჩა. დარჩა მარტო მთვარე. ბოლოს მთვარეც ჩამოვარდა. სურვილი მაინც არ ამიხდა.
ჩაფიქრებული მქონდა მქონოდა საკუთარი სახლი, რო ქირის ფული სხვებისთვის არ მეხადა, მქონოდა საკუთარი სამსახური რო სხვის ხელფასს არ დავლოდებოდი და მყოლოდა საკუთარი ცოლი. საკუთარი ოჯახი.
მე დაბადებიდან მათხოვარი არ ვყოფილვარ. ადრე ოჯახიც მქონდა, სამსახურიც, პატარა სახლიც. მახსოვს საძინებელში ფანჯარა ჩატეხილი იყო. დილით ჩიტების ხმაური მაღვიძებდა ხოლმე. ჯერ მარტო ჩიტების ხმაური შემოდიოდა, მერე თვითონ ჩიტები შემოდიოდნენ და მაღვიძებდნენ.
ეჰ, თქვენ არ იცით რა ძნელია გაჭირვება, ყოველდღე ფიქრობ საჭმელზე, გენატრება სხვადასხვანაირი კერძები, თუ მოახერხე და გააკეთე რამე საჭმელი და გაგიფუჭდა გადაყრა გენანება და დროზე უნდა ჭამო რო უფრო არ გაფუჭდეს.
შემდეგ ბაბუა გამიხდა ცუდად. დაზღვევა ჰქონდა, მაგრამ არ ამინაზღაურეს. მითხრეს ამ ცხოვრებაში დაზღვეული არავინ არისო.
ყველაფრის გაყიდვა მომიწია, ბოლოს ის სახლიც გავყიდე და დავრჩი ჰაერში. მეზობლები, მეგობრები, ყველა ნელ-ნელა ჩამომშორდა. და ასე გავხდი სრულყოფილი და პროფესიონალი მათხოვარი. უფლისწულო დავამთავრე. (უფლისწული ხმას არ სცემს, მიტრიალებულია). უფლისწულო, აქ ხართ?
უფლისწული ჰა, რა ხდება? (გაიღვიძებს) მათხოვარი დავამთავრე მოყოლა თქვენო ბრწყინვალებავ. უფლისწული უფ, ჩამძინებია. საინტერესო ცხოვრება გქონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საინტერესო ვერსია მოიტანა მეუდაბნოვემ :)
წავიკთხე მოთხრობაც და ვიტყვი, რომ ამ ავტორის ბევრი სხვა ნაწერისგან განსხვავებით, აქ იყო რაღაც საინტერესოები
ამიტომ დავწერ აქ 4-ს
იზრდება ავტორი როგორც ჩანს საინტერესო ვერსია მოიტანა მეუდაბნოვემ :)
წავიკთხე მოთხრობაც და ვიტყვი, რომ ამ ავტორის ბევრი სხვა ნაწერისგან განსხვავებით, აქ იყო რაღაც საინტერესოები
ამიტომ დავწერ აქ 4-ს
იზრდება ავტორი როგორც ჩანს
3. საინტერესო ინტერპრეტაციაა უფლისწულის და მათხოვრის თემაზე.
საინტერესო ინტერპრეტაციაა უფლისწულის და მათხოვრის თემაზე.
2. არც მე გამღიმებია, მაგრამ ცუდი არ არის. ეს ამბავი მეც მსმენია, მაგრამ ცოტა სხვაგვარად. მე როგორც გამიგია, უფლისწულს კი ერქვა ედვარდი, მაგრამ მათხოვარს, ტომი არ რქმევია, დანამდვილებით ვიცი მიხოს ეძახდნენ და უფლისწულის სასახლეში შემთხვევითაც არ მოხვედრილა, ტრანშის სათხოვნელად იყო ჩასული. არც მე გამღიმებია, მაგრამ ცუდი არ არის. ეს ამბავი მეც მსმენია, მაგრამ ცოტა სხვაგვარად. მე როგორც გამიგია, უფლისწულს კი ერქვა ედვარდი, მაგრამ მათხოვარს, ტომი არ რქმევია, დანამდვილებით ვიცი მიხოს ეძახდნენ და უფლისწულის სასახლეში შემთხვევითაც არ მოხვედრილა, ტრანშის სათხოვნელად იყო ჩასული.
1. ვერ გამაღიმა და რანაირი იუმორისტულია ეს??
"სვოჩებიც" ღირს ათი ათასი? "როლექსები" რომაა კატასტროფა ვიცი.
რა ვიცი აბა, მე მოვიწყინე. - "ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ვუყურები, როცა მითხრეს, რომ ვარსკვლავი ჩამოვარდა ცას და დროზე რამე ჩაიფიქრეო. მე ჩავიფიქრე ვარსკვლავი მაშინ ჩამოვარდეს ცას როდესაც მე ჩავიფიქრებ მეთქი. იმ ღამეს ცაზე არცერთი ვარსკვლავი აღარ დარჩა. დარჩა მარტო მთვარე. ბოლოს მთვარეც ჩამოვარდა. სურვილი მაინც არ ამიხდა.'' - აი აქ +1
ვერ გამაღიმა და რანაირი იუმორისტულია ეს??
"სვოჩებიც" ღირს ათი ათასი? "როლექსები" რომაა კატასტროფა ვიცი.
რა ვიცი აბა, მე მოვიწყინე. - "ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ვუყურები, როცა მითხრეს, რომ ვარსკვლავი ჩამოვარდა ცას და დროზე რამე ჩაიფიქრეო. მე ჩავიფიქრე ვარსკვლავი მაშინ ჩამოვარდეს ცას როდესაც მე ჩავიფიქრებ მეთქი. იმ ღამეს ცაზე არცერთი ვარსკვლავი აღარ დარჩა. დარჩა მარტო მთვარე. ბოლოს მთვარეც ჩამოვარდა. სურვილი მაინც არ ამიხდა.`` - აი აქ +1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|