ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კირაკოზა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2015


ქალი

ქალი რა არის? ქალი ტყვიაა,
გულში დაგჭრის და სულსაც წაგართმევს.
ქალი ღვინოა კაცის მაცდური,
ის თავს ტყუილსაც კარგად გაართმევს.
    ქალი სკივრია სავსე მინორით,
    ქალი გრძნობათა კიდობანია.
    მას ვერ დაადნობ, ვერ შეისწავლი,
    თოვლი არ არის, არც ანბანია.
ქალი წარღვნაა,ზვავი, ვულკანი,
ბუნების მკაცრი განაჩენია.
ქალი მზე არის ოდნავ კეკლუცი,
რომ გაგიღიმებს, განა შენია....
    ქალი რა არის? ქალი გველია,
    შხამით დაგგესლავს, ავის მქნელია
    ქალი ზღვა არის სიყვარულისა,
    ქალი უსაზღვროდ გემრიელია.
და ბოლოს, ქალი გრძნობის ცეცხლია,
ქალი ვნებათა მწველი ალია.
გაუფრთხილდით და სითბო აჩუქეთ,
უბრალოდ ქალი მაინც ქალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები