 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 11 მაისი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ეს ქალაქი სავსეა ბოზებით, იაფფასიანი სასმლით, კედელზე ჯერ არშემშრალი ყვითელი სითხით და ბავშვებით, ბავშვებით, რომლებსაც ღმერთი თეთრწვერა მოხუცი ჰგონიათ, ბრაზიანი მოხუცი, რომელიც მათ დასჯის და მაინც არ ესმით, თუ ასეთი ძლიერია ღმერთი რატომ ყარს ეს ქალაქი ასე..
ჩვენთან ბავშვები საქანელაზე არა ყულფებზე ქანაობენ.. ყველაზე პატარა ყულფი იყო ჩემი ორი მკლავისხელა.. და მერე იავნანა, და ისევ იავნანა..
ნატვრის ხესავით ამოზრდილა ჩვენი ქალაქი და ფერადი ნაჭრების ნაცვლად, სულები შემოვახვიეთ..
რამ პამ პა.. არც დო, არც რე.. მოხუცი მეეზოვე მღერის რომელიღაც ფრანგულ სიმღერას და არ წვიმს, რომ მივაშველო ქოლგა.. მიუზიკლი.. გთხოვთ მაესტრო..
10:25 სთ. დღეს გარდაცვლილი იპოვეს დედა-შვილი, გაზით გაიგუდნენ.
13:17 მოზარდმა თავი მოიკლა..
19:48 ვიღაც გაბოზდა..
რამ, პამ, პა.. დო, რე, მი..
მთელი ღამე ქუჩას ამღერებდა მეეზოვე. ყარს ეს ქალაქი და მაინც, კაფეს სიღრმიდან მოჩანს სიწმინდე- ქალის თეთრი მუხლები.. ღმერთო, მალოცე..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მთელი ღამე ქუჩას ამღერებდა მეეზოვე. ყარს ეს ქალაქი და მაინც,
მომეწონა♡
მთელი ღამე ქუჩას ამღერებდა მეეზოვე. ყარს ეს ქალაქი და მაინც,
მომეწონა♡
13. ყარს... და არა მხოლოდ >ეს ქალაქი< მთელი სამყარო.
>აგრესიის გამოხატვის ცუდი მცდელობა<-ო რა ვიცი. მე შედეგი მომწონს. :) ყარს... და არა მხოლოდ >ეს ქალაქი< მთელი სამყარო.
>აგრესიის გამოხატვის ცუდი მცდელობა<-ო რა ვიცი. მე შედეგი მომწონს. :)
11. ეგოს ყვითელი დეკორაცია.
თუკი სჭირდება ვინმეს რეცეპტი, ერთ-ერთი_სიყვარულის გაცემა_ქველად!
ეგოს ყვითელი დეკორაცია.
თუკი სჭირდება ვინმეს რეცეპტი, ერთ-ერთი_სიყვარულის გაცემა_ქველად!
10. რამ პამ პა... რეცეპტია საჭირო.:)) რამ პამ პა... რეცეპტია საჭირო.:))
9. რამ პამ პა.... ცხოვრებაა ეს...:) რამ პამ პა.... ცხოვრებაა ეს...:)
8. რამ პამ პა.. მადლობა რამ პამ პა.. მადლობა
7. აგრესიის გამოხატვის ცუდი მცდელობა აგრესიის გამოხატვის ცუდი მცდელობა
6. ძალიან ბანალურია და მაინც ერთადერთი ნაწერია რომელზეც კომენტარის დატოვების სურვილი გამიჩნდა, მათ შორის რაც წავიკითხე დღეს. წარმატებები. ძალიან ბანალურია და მაინც ერთადერთი ნაწერია რომელზეც კომენტარის დატოვების სურვილი გამიჩნდა, მათ შორის რაც წავიკითხე დღეს. წარმატებები.
4. მომეწონა ლექსი! უხეში და მართალი! მომეწონა ლექსი! უხეში და მართალი!
3. ინი :))) ძალიან მაგარია :* ინი :))) ძალიან მაგარია :*
2. ჯერ ეს წავიკითხე და შემდეგ წინა ნაწერებსაც გადავხედე...:) იგივეს ვიტყვი...საინტერესო ავტორია... რაღაც ახალია აქ...:-* 5 ჯერ ეს წავიკითხე და შემდეგ წინა ნაწერებსაც გადავხედე...:) იგივეს ვიტყვი...საინტერესო ავტორია... რაღაც ახალია აქ...:-* 5
1. მეც ამის თქმა მინდოდა მეც ამის თქმა მინდოდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|