 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 11 მაისი, 2015 |
ღამით თოვლის წილ, უნებურად, ურცხვად მაციებს და მხიბლავს ჩემი სიზმარეთის ცხადი-სიგიჟე და ჩემი სულის ინტეგრალურ სუბლიმაციებს არ უჩანს ბოლო უდროობის კალევალაში. თოვლი მეყრება სინდისივით თეთრი და ქენჯნა აწუხებს თვალებს, ამოსუნთქვას, მერე გულამდე ჩადის, რომ ურცხვად ამოწოვოს ცრემლების მიჯრა, რომ დედაჩემის ნაბიჯების გავხდე ყურადი. ის დამიტოვებს პურს და წვა წამლის საყიდად, რადგანაც თრომბი ეძალება და მის ფეხებთან ვდგავარ და ვტირი, სულ უბრალო, არა ყასიდი, რომ უკვდავების საუკუნოდ ვიგრძნო შეხება, მერე მეც წავალ და არსაით დაგელოდებით, თქვენ კი ჩემამდე გამოჰყევით ფრთათეთრ თოლიებს, რადგანაც სულში სამყოფელი თოვლის ოდდება, რადგანაც სულში თოვლი არის, თოვლი, თოვლია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. და ჩემი სულის ინტეგრალურ სუბლიმაციებს არ უჩანს ბოლო უდროობის კალევალაში.
არ გვინდობ რა!
თქვენ კი ჩემამდე გამოჰყევით ფრთათეთრ თოლიებს,
მე მზისსხივებისმზიდეს გამოვყვები. :) +++ და ჩემი სულის ინტეგრალურ სუბლიმაციებს არ უჩანს ბოლო უდროობის კალევალაში.
არ გვინდობ რა!
თქვენ კი ჩემამდე გამოჰყევით ფრთათეთრ თოლიებს,
მე მზისსხივებისმზიდეს გამოვყვები. :) +++
11. "ოდა" ზმნად ვაქციე, თოლია :) "ოდა" ზმნად ვაქციე, თოლია :)
10. თოლიებზე ყოფილა...ესეც :)
ვიცოდი ეს ლექსი- თავი დამამახსოვრა კრებულიდან.
"რადგანაც სულში სამყოფელი თოვლის ოდდება,"- "ოდდება" რა არის?
თოლიებზე ყოფილა...ესეც :)
ვიცოდი ეს ლექსი- თავი დამამახსოვრა კრებულიდან.
"რადგანაც სულში სამყოფელი თოვლის ოდდება,"- "ოდდება" რა არის?
9. მყარი ნივთიერების უშუალოდ აირისებურ მდგომარეობაში გადასვლა (თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით); აქროლა. აცადე მაგას ძილი :DDD მყარი ნივთიერების უშუალოდ აირისებურ მდგომარეობაში გადასვლა (თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით); აქროლა. აცადე მაგას ძილი :DDD
8. ეს სუბლიმაცია რას ნიშნავს? გაგაღვიძებ და გკითხავ:)
ეს სუბლიმაცია რას ნიშნავს? გაგაღვიძებ და გკითხავ:)
7. მადლობა დათო, იცოცხლე! მადლობა დათო, იცოცხლე!
6. მოგიკითხე ბალახ :)
ძალიან კარგი ლექსია, მშვიდი და ემოციური.
სიკეთე ყველას მოგიკითხე ბალახ :)
ძალიან კარგი ლექსია, მშვიდი და ემოციური.
სიკეთე ყველას
5. წამოიღო ემოცია... კარგი ხარ ბალახა + წამოიღო ემოცია... კარგი ხარ ბალახა +
4. მადლობა თანანა :) კრებულშიც ამ სახით შევიტანე და ხელის შევლებაც დაგვიანებულია ჩემი მხრიდან :) მადლობა თანანა :) კრებულშიც ამ სახით შევიტანე და ხელის შევლებაც დაგვიანებულია ჩემი მხრიდან :)
3. მთლიანობაში საინტერესო ლექსია, მაგრამ ცოტა მემძიმა ზოგიერთი სტრიქონი... "რომ ურცხვად ამოწოვოს ცრემლების მიჯრა" - ალბათ, უკეთესი და უფრო სწორი ფორმის მოძებნა შეიძლებოდა, სიტყვა "მიჯრა" მთლად კარგად არ ჯდება ამ კონტექსტში... "საყიდად" თუ საყიდლად? მოკლედ, ცოტა ხელის შევლება, მგონი, არ აწყენდა... მხოლოდ კეთილი სურვილებით! მთლიანობაში საინტერესო ლექსია, მაგრამ ცოტა მემძიმა ზოგიერთი სტრიქონი... "რომ ურცხვად ამოწოვოს ცრემლების მიჯრა" - ალბათ, უკეთესი და უფრო სწორი ფორმის მოძებნა შეიძლებოდა, სიტყვა "მიჯრა" მთლად კარგად არ ჯდება ამ კონტექსტში... "საყიდად" თუ საყიდლად? მოკლედ, ცოტა ხელის შევლება, მგონი, არ აწყენდა... მხოლოდ კეთილი სურვილებით!
1. მერე მეც წავალ და არსაით დაგელოდებით, თქვენ კი ჩემამდე გამოჰყევით ფრთათეთრ თოლიებს....
ლამაზი ლექსი მერე მეც წავალ და არსაით დაგელოდებით, თქვენ კი ჩემამდე გამოჰყევით ფრთათეთრ თოლიებს....
ლამაზი ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|