წელს პირველად ზღვაზე, წაიყვანეს კახა, ამოდენა ხალხში, აღარ გაიხადა. როგორც იქნა წყალში, ჩააყვინთეს ძალით, მლაშეაო წყალი, ამეწვაო თვალი. ეხვეწება დედას, ჩემს აუზში მინდა! შეხე, შენი დაიკო, ვერ ამომყავს წყლიდან. იცრემლება კახა, ჩქარა მინდა სახლში! უსირცხვილო არ ვარ, ფისი რომ ვქნა ზღვაში.