ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
12 ივნისი, 2015


პატარა მზარეული

დღეს პირველად მზარეულობს,
ციცქნა გოგო სალი,
ოჯახისთვის მოამზადებს,
საუზმეს და სადილს.
მამას ჩაი, დედას ყავა,
ბებიას და პაპას,
რადგან კბილი არა აქვთ,
მოუმზადებს ფაფას.
ჰა, მოვიდა დრო სადილის,
და გაშალა სუფრა,
ციბრუტივით დატრიალდა,
იცის ვის რა უყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები