ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
23 მაისი, 2015


იგორ კოხანოვსკი - ნეკერჩხლები ამკობს ქალაქს

ნეკერჩხლების - ქალაქს ამკობს -
ჯადოსნური, რაღაც შუქი.
რაც ნიშნავს რომ არის ახლოს
ზაფხული - მის სიმსუბუქით.

რაღაც, სწრაფად ფანტავს ფოთლებს -
რაც ვერაფრით ვერ გავიგე...
და მათსავით ქარში მყოფელთ
ხელით ვიჭერ ჩვენს თარიღებს.

მეკი, ლაღად - შორის ქალთა -
ქარაფშუტას ჯიქურ ვეტრფი.
ვეძებდი და გამიმართლა -
არც მეტი და არც ნაკლები.

მხოლოდ, დედა მლანძღავს ხშირად,
რომ არ ვათევ სახლში კუთვნილ,
რომ სასმელში ჩემს თავს ვძირავ,
საზაფხულო სიმსუბუქით.

შინ ვიყავი ბოლოს, როდის? -
ამერია მთვარ-მზის შუქი...
ჭაობში მფლავს - თავგაყოფილს,
ზაფხული - მის სიმსუბუქით.



Клёны выкрасили город
Колдовским каким-то светом.
Это значит, это скоро
Бабье лето, бабье лето.

Что так быстро тают листья -
Ничего мне не понятно...
А я ловлю, как эти листья,
Наши даты, наши даты.

А я кручу напропалую
С самой ветреной из женщин.
А я давно искал такую -
И не больше, и не меньше.

Да только вот ругает мама,
Что меня ночами нету
И что я слишком часто пьяный
Бабьим летом, бабьим летом.

А я забыл, когда был дома,
Спутал ночи и рассветы...
Это омут, ох, это омут -
Бабье лето, бабье лето.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები