 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2015 |
მარტო ვარ, რა თქმა უნდა, ღამეთა პროცესია არის უსაშველოდ გრძელი და იჭვნეული... თავი მივანებე პირმშო ჰორტენზიებს, მიპყრობს ფორიაქი, რაღაც უჩვეულო. ვდგები სიმარტოვის ლურჯი საწოლიდან, მრჩება არსებობის თეთრი ქვეშაგები; ახლა ყველაფერი მოჰგავს მონოლითურ, პირქუშ ფიგურათა უცხო შეხამებას. მე კი მეშინია, ამ დროს მეტი არის ფიქრი ამოკის და უფრო სუიციდის... ტვინში შემოწოლილ სისხლის მეტეორებს ვითვლი, დამიჯერე, ვიწყებ სუეციდან მერე მივუყვები სრუტეს დარდანელის და ვგრძნობ საშიში ვარ, თავად ლუციფერზე, სხეულს-ჩემი სულის მყიფე კარაველას თავზე მივაბჯინე ლულა-უცივესი, ჩემი ერთადერთი მოძმე-მაუზერის, მზად ვარ ყველაფრისთვის, რადგან არაფერი ჩემგან არ დარჩება, გარდა საზიაროდ ხელებგამოწვდილი გიჟის, გავაფრინე და ჰა, რა თქმა უნდა, ღამის პროცესია, ტვინი-სუიციდზე ფიქრით დაისრული; თავი მივანებე პირმშო ჰორტენზიებს, თითი გამოვკარი სასხლეტს, გავისროლე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. გმადლობ, დევი :) გმადლობ, დევი :)
19. კარგი ლექსია! +5 კარგი ლექსია! +5
18. მადლობა მეგობრებო :) მადლობა მეგობრებო :)
17. მე-12 კომენტარი!!! : )))))))))
ლექსი კარგია აშკარად! მე-12 კომენტარი!!! : )))))))))
ლექსი კარგია აშკარად!
16. როინ აბუსელიძის ლექსი გამახსენდა, რიტმიდან გამომდინარე... როინ აბუსელიძის ლექსი გამახსენდა, რიტმიდან გამომდინარე...
15. ვდგები სიმარტოვის ლურჯი საწოლიდან, მრჩება არსებობის თეთრი ქვეშაგები;
სხეულს-ჩემი სულის მყიფე კარაველას თავზე მივაბჯინე ლულა-უცივესი.
ეს რა კარგი ლექსი წავიკითხე :) ვდგები სიმარტოვის ლურჯი საწოლიდან, მრჩება არსებობის თეთრი ქვეშაგები;
სხეულს-ჩემი სულის მყიფე კარაველას თავზე მივაბჯინე ლულა-უცივესი.
ეს რა კარგი ლექსი წავიკითხე :)
14. იმფერაა, რომე ნუ იკითხავ იმფერაა, რომე ნუ იკითხავ
13. აუ,მოხვდა მერე თუ რაფერაა საქმე? აუ,მოხვდა მერე თუ რაფერაა საქმე?
12. ვოთ იუ მინ - ჩინელი კალათბურთელის სახელ-გვარსა ჰგავს :) ვთქვი მე ვოთ იუ მინ - ჩინელი კალათბურთელის სახელ-გვარსა ჰგავს :) ვთქვი მე
11. პრივიჩკის რითმაზე კი გამახსენდა ერთი-ორი, მაგრამ მათ დაწერას, ისევ პასუხის (იF იუ ნოუ ვოთ აი მინ) დაწერა სჯობს-მეთქი
ისევ გავიფიქრე პრივიჩკის რითმაზე კი გამახსენდა ერთი-ორი, მაგრამ მათ დაწერას, ისევ პასუხის (იF იუ ნოუ ვოთ აი მინ) დაწერა სჯობს-მეთქი
ისევ გავიფიქრე
10. დღეში ერთს ვწერ, პრივიჩკა :) ატსეჩკის რითმაში წავა ეს ვთქვი მე დღეში ერთს ვწერ, პრივიჩკა :) ატსეჩკის რითმაში წავა ეს ვთქვი მე
9. ეგ უკვე მესამე ლექსის თემაა
გავიფიქრე მე ეგ უკვე მესამე ლექსის თემაა
გავიფიქრე მე
8. ატსეჩკა მისცა :) ატსეჩკა მისცა :)
7. მერე ამ დროს, რაღაც ეშმაკის მანქანებით, გახედავ ფანჯარას, რომლიდანაც კარგად ჩანს მოპირდაპირე კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები ქალის, სავარაუდოდ, დოჰიდან ჩამოტანილი, ვარდისფერი ხალათი. გაიფიქრებდი, ჯანდაბას, ამ ერთხელაც დავიზეპირებ კონტურებსო, მაგრამ რად გინდა, ვერაფერსაც ვეღარ გაიფიქრებ იმიტომ, რომ ბევრად ცუდ ლექსში სასხლეტს გამოკარი უკვე თითი
ასე იყო ეს მერე ამ დროს, რაღაც ეშმაკის მანქანებით, გახედავ ფანჯარას, რომლიდანაც კარგად ჩანს მოპირდაპირე კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები ქალის, სავარაუდოდ, დოჰიდან ჩამოტანილი, ვარდისფერი ხალათი. გაიფიქრებდი, ჯანდაბას, ამ ერთხელაც დავიზეპირებ კონტურებსო, მაგრამ რად გინდა, ვერაფერსაც ვეღარ გაიფიქრებ იმიტომ, რომ ბევრად ცუდ ლექსში სასხლეტს გამოკარი უკვე თითი
ასე იყო ეს
6. მდე... :)) დანარჩენი იხ. ნეკროლოგში ... მდე... :)) დანარჩენი იხ. ნეკროლოგში ...
5. ასე რა ... (რა ლიდია)
ეს გასროლამდე დაიწერა თუ შემდეგ?) მომეწონა.
ასე რა ... (რა ლიდია)
ეს გასროლამდე დაიწერა თუ შემდეგ?) მომეწონა.
4. :) პირველი და უკანასკნელია ვიმედოვნებ, ამინდივით აურია ხასიათმაც, ჟგლეთი წვიმა წამოვიდა... :) პირველი და უკანასკნელია ვიმედოვნებ, ამინდივით აურია ხასიათმაც, ჟგლეთი წვიმა წამოვიდა...
3. "სხეულს-ჩემი სულის მყიფე კარაველას"- რა კარგია, გიორგი.
ერთი ლექსი სუიციდზე კი უნდა ჰქონდეს ყველა პოეტს :)
"სხეულს-ჩემი სულის მყიფე კარაველას"- რა კარგია, გიორგი.
ერთი ლექსი სუიციდზე კი უნდა ჰქონდეს ყველა პოეტს :)
2. ასწორებს წვიმაში თვითმკვლელობა, იარაღის გასროლის ხმას მეზობლები ვერ გაიგებენ :) ასწორებს წვიმაში თვითმკვლელობა, იარაღის გასროლის ხმას მეზობლები ვერ გაიგებენ :)
1. ხუთს ვწერ, ათს ვიმახსოვრებ :DDD ხუთს ვწერ, ათს ვიმახსოვრებ :DDD
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|