ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2015


მიტევდა მხოლოდ შენი თვალის ლურჯი სამარე.

ბოთლში ჩამწყვდეულ წერილს მოჰგავს ეს ლექსი ახლა
მიაგნებს ნეტავ? შენი გულის შორეულ ნაპირს
მე ჩემმა თავმა გამაქცია გადამასახლა
როგორ მოვექცე სარკეებში ჩამალულ ვამპირს

ან როიალში ჩაბუდებულ პატარა ვირთხებს
ან საყელოსთან აწყვეტილ ღილს ბედის პალტოზე
ერთხელ ეს ლექსიც როგორც გველი შხამად დამინთხევს
და უცოდველი აცოცდება ნაძვების რტოზე

როგორც იმ გემებს ტალღა უწვდომ ჰორიზონტს დახრის
და მერე იქნება ცის თვალებმაც ტირი მორთოს
მოვიხსნი საათს მერე ყეფა  ატყდება ძაღლის
გაჰყვება სული როგორც ქარში ფოთოლი ფოთოლს

მე ვგალობ შენ კი მაგ ყურებზე იფარებ ხელებს
მე ვგალობ შენ კი სულელივით გარბიხარ ქარში
ქვითინი ჩემი ჩაძინებულ ზღვას ააღელვებს
და მოგესმება შორით ჩემი სხეულის მარში

მიცურავს ბოთლი ზღვების მიღმა ირხევა პალმა
და მთვარე ცაზე აუსტყორცნავს ღამის ზამბარებს
ვერ დამიტია დედამიწის თაღმა დაბალმა
მიტევდა მხოლოდ შენი თვალის ლურჯი სამარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები