 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 8 ივნისი, 2015 |
მე შენ... მიყვარხარ... იმედი ხარ, ცა ხარ , მიწა ხარ, მე შენ მიყვარხარ თოვლიანი სულის განგაშით, მე... შენ მიყვარხარ, ოცნებებში ერთი ციდა ხარ... ეს სიყვარული სხვა ლექსებშიც, ალბათ, ფრთებს გაშლის. მე შენ მიყვარხარ, თუმცა გიჟი ბევრმა მიძახა, მე შენ მიყვარხარ, დათბილული გულის ძახილით, მე.. შენ მიყვარხარ... ბედმა ტანჯვა თუ გაგიმზადა, ისევდიანებ? მეც ჩავდგები დარდის მარხილში. მე შენ ...მიყვარხარ... უშენობის ცრემლიც მინახავს, მე შენ მიყვარხარ... ამ ცრემლების ნაზი მიზეზით. მე...შენ მიყვარხარ, ლექსებიდან გიცან , ვინცა ხარ... მე შენ მიყვარხარ, ბოლოჯერ რომ ვნახავ იმ მზემდის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. სიყვარული მაგარია, უბრალოდ აღარ არსებობს სიყვარული მაგარია, უბრალოდ აღარ არსებობს
13. ძალიან კარგი ხარ ვენი...+ ძალიან კარგი ხარ ვენი...+
12. მართლა რა საყვარლად წაიკითხე, და ლექსიც ასეთივეა.
ისევდიანებ? მეც ჩავდგები დარდის მარხილში... :*
მართლა რა საყვარლად წაიკითხე, და ლექსიც ასეთივეა.
ისევდიანებ? მეც ჩავდგები დარდის მარხილში... :*
11. დიდი მადლობა ყველას: ვინც შეაფასა, დააკომენტარა ან უბრალოდ წაიკითხა. ამ ლექსის დადებას საერთოდ არ ვაპირებდი, რადგან ზოგს შეიძლება ძალიან ბანალურად მოეჩვენოს,მაგრამ ეს სიყვარულია, სიყვარული კი პოეზიაა, პირდაპირი და ირიბი გაგებით.მარი, თეო, მეც მოგიკითხავთ და გამოგიტყდებით, მომენატრა აქ... დიდი მადლობა ყველას: ვინც შეაფასა, დააკომენტარა ან უბრალოდ წაიკითხა. ამ ლექსის დადებას საერთოდ არ ვაპირებდი, რადგან ზოგს შეიძლება ძალიან ბანალურად მოეჩვენოს,მაგრამ ეს სიყვარულია, სიყვარული კი პოეზიაა, პირდაპირი და ირიბი გაგებით.მარი, თეო, მეც მოგიკითხავთ და გამოგიტყდებით, მომენატრა აქ...
10. ვენი წარმომიდგენია ამ ლექსს შენი სინაზით როგორ კითხულობ. მე მომეწონა+++აქვე მოგიკითხე. ვენი წარმომიდგენია ამ ლექსს შენი სინაზით როგორ კითხულობ. მე მომეწონა+++აქვე მოგიკითხე.
9. რომ გიყვარს ძალიან კარგია, ლექსი კი ძალიან სუსტი. რომ გიყვარს ძალიან კარგია, ლექსი კი ძალიან სუსტი.
8. მოგიკითხე ვენი მოგიკითხე ვენი
6. კარგია,სასიამოვნოა,მსუბუქია,მელოდიურია,რითმულია! +5 კარგია,სასიამოვნოა,მსუბუქია,მელოდიურია,რითმულია! +5
5. 3–ს ვიმეორებ ;) 3–ს ვიმეორებ ;)
4. ეს ლექსი მეც იმ ლამაზ დღეს მახსენებს, თამარ. მოგიკითხე. სამივეს მადლობა. ეს ლექსი მეც იმ ლამაზ დღეს მახსენებს, თამარ. მოგიკითხე. სამივეს მადლობა.
3. მომეწონა, კარგა ხანია არ წამიკითხავს რაიმე ფაფუკი და უბრალოდ სასიყვარულო
"მე...შენ მიყვარხარ, ლექსებიდან გიცან , ვინცა ხარ..."- ეს უმაგრესი რამაა <3 მომეწონა, კარგა ხანია არ წამიკითხავს რაიმე ფაფუკი და უბრალოდ სასიყვარულო
"მე...შენ მიყვარხარ, ლექსებიდან გიცან , ვინცა ხარ..."- ეს უმაგრესი რამაა <3
2. მე შენ მიყვარხარ, ბოლოჯერ რომ ვნახავ იმ მზემდის!
რა კარგად კითხულობდი ამ ლექსს. :) მოკითხვა. :* მე შენ მიყვარხარ, ბოლოჯერ რომ ვნახავ იმ მზემდის!
რა კარგად კითხულობდი ამ ლექსს. :) მოკითხვა. :*
1. პოეზიის ნაკლებობა აშკარაა–ჩემი დიაგნოზი. წარმატებები. პოეზიის ნაკლებობა აშკარაა–ჩემი დიაგნოზი. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|