ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2015


  ჩამოტვირთვა

სახლი

დამესიზმრა წუხელ
გამიგრძელდა ძილი...
ტყე ,გორაკი, ცისარტყელა....
მთა და სახლი წვიმის...
წყალი ოდნავ ცივი...
დილა , კარგად გრილი...
ლამისაა თავზე
ჩამომენგრა ჭერი,
სურვილი მაქვს დიდი
ახლა ლექსის წერის
ფეხაკრებით ვდგები
და გახურავ საბანს...
ჩემს ქუთუთოს მაინც
არ ეტყობა დაღლა.
ჩემი ლექსის მწკრივებს
შენზე დავწერ, ვიცი...
ოდნავ ბნელა , მაგრამ
სიმშვიდეა ირგვლივ...
ამტრედისფრდა ცა და
გამიქცია  ძილი...

გამომექცა თვალი,
ბროწეულის დარი
შენი ბაგე ატმის...
სუნთქვა-ორთქლმდინარი
სურვილებმა  ამცრა...
ამიტანა წერამ,
შემომანთო ცეცხლი
დამაბრმავა ზენამ...
დამეკარგა უცებ
ლექსის  გრძელი მწკრივი...
თვალით ვძებნე, მაგრამ
დამემალა  მუზა...
მერე საბნის ყური...
შიგაც ჩემი მძივი...


ვერც ლექსს დავწერ ასე...
ვერც სიმღერის ნოტებს...
მრავალწერტილებით
ვერ ვაჯობებ მორზეს...
ეს დილაა ბოლო
ჩემი ლექსის წერის...
ტყე, გორაკი, ცისარტყელა...
მთა და სახლი წვიმის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები