ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია...
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2015


ქოლგები

ღამე მიეტმასნა ოლიანდრებს,
ჩრდილი მიაწვინა გაზონებზე,
გინდა? უსურვილო სეზონიდან,
თბილი წვიმებისკენ გადმოვფრინდე.

ისე მიმიჩვია პოეზიამ,
ვეღარ გადავაგდე – სუფთა მორფი!
მეც ხომ ავად ვარ და სიმპტომია –
სუსტი ნებისყოფა...

გავყურებ ნაცნობი ხეივანი,
როგორ დაბოლდა და წაეკიდა,
უნდა გამოვიქცე შერბურისკენ,
ამ ჯვარდაწერილი ქალაქიდან.

დახეულ ქოლგის ქვეშ შემიფარე,
გზაზე დავსველდი და გამიჭირდა,
და  წვიმს უსაშველოდ,  კიდევ უფრო -
ვიდრე ოდესმე გაგვიწვიმდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები