ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი ვერცხლის ჩიბუხით
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2015


გამოცვლილხარ სიყვარულო...

გამოცვლილხარ სიყვარულო გამოცვლილხარ,
სულ სხვაფერად იყურები დღეს,
სილამაზე შეგრჩენია ძველი, მასშიც
ჩემთვის უცნობს ვხედავ, ახალ ფერს.
გამოცვლილხარ, თვალებსაც კი ახლა უკვე
სულ სხვაფერი გამოხედვა აქვს...
სიყვარულით რომ მავსებდი... ალბათ უკეთ
ახლა ავსებ სიყვარულით სხვას.
აღარ ვიცი შერჩენილი რა გაქვს ძველი,
ანდა თუ წმენდ ჩემს წერილებს მტვერს,
გამოცვლილხარ, ვერც თვალები ვიცან შენი
უჩემობაც ვერ შეგატყვე ვერ...
ღამ-ღამობით მარტოსული ვფიქრობ, ვფიქრობ...
"გამოცვლილხარ სიყვარულო ეჰ... "
მერე ძილი მეპარება და ბნელს მიქრობს
მერე თავად ვეპარები ბნელს.
კალენდარზე შავად ვნიშნავ უშენენობით
გატარებულ მეთვრამეტე თვეს...
გამოცვლილხარ სიყვარულო გამოცვლილხარ,
სულ სხვაფერად იყურები დღეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები