| ავტორი: ელადა ჟანრი: პოეზია 28 ივნისი, 2015 |
რთველი დამდგარა, ზვრების ბარაქა, აქ კალთა წმინდანთ დაუბერტყია, ,,შენ ხარ ვენახი,, ღიღინებს ყველა, ლოცვად დამდგარა თავად მესია. დაქალებული იღიმის ვაზი, მაჭრის ხარხარი აწყდება ზეცას, ღვინო წამოვა ალაზნის არხში, მთვრალი ქვევრები ჭორაობს ერთად. სამეფო სუფრა,მაგრამ დუმს ყველა, გომბორის მთიდან დაცურდა ნისლი, თამადა შესვამს ერთ შესანდობარს, კარდენახელი ,,პატარა ბიჭის,,...
რთველი დამდგარა, ზვრების ბარაქა, ახლა აქ არის კახელთ მარაბდა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|