დრო არის,ქარია ოქტომბრის, დრო არის ავდგე და წავიდე, მიყვარდი,გწერდი და ბოლოს კი, გავყევი არეულ ნაბიჯებს. დღეს ზეცამ ნირიც კი იცვალა და მაინც იცოდე,შენ რჩები არეულ ლექსებში,ფურცლებში, ოდესღაც დავიწყე შეჩვევით. მერე კი ხანგრძლივად მიყვარდი, მიყვარდი უხმოდ და უენოდ, აქ ახლა ქარი და ყინვაა, ქუჩაში ფოთლებიც ირევა. ვცდებოდი,როდესაც ვფიქრობდი, თვალები დამქონდა ღვთისმშობლის, ვიშუშებ მტკივნეულ ჭრილობებს და მჯერა,არასდროს გამიშვებ ლექსიდან,რომელსაც ყოველთვის მიწერ და დუმილით მიკითხავ, აქ წელსაც უფერო თოვლია, რადაგანაც შენ ჩემგან მიდიხარ. რამდენჯერ დავიწყო თავიდან ვალაგებ აზრებს და ჩემოდანს, ვხვდები,რომ ლექსები არ ღირდა, მით უფრო არავინ რჩებოდა ჩემს სულთან,ტკივილით ნაშენებ ნერვებთან,გათოშილ თითებთან, მე ისევ პატარა ბავშვი ვარ და ვიცი,სულ ასე იქნება. გეძახი,ნუ წახვალ უსიტყვოდ, გიყურებ თვალებით ღვთისმშობლის, და იცი? მაშინაც მიყვარდი, როდესაც ბოლოჯერ მიშვებდი... --- დრო არის,ოქტომბრის ქარია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომეწონა 5. მომეწონა 5.
3. ტკივილიანი მაგრამ მაგარი!!!! ტკივილიანი მაგრამ მაგარი!!!!
2.
ავტორი: მარიამ თორია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 20 ივლისი, 2015
ავტორი: მარიამ თორია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 20 ივლისი, 2015
1. კარგი ლექსია. კარგი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|