ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2015


მე.

რაც ცხოვრებისგან ჩინები მერგო
უმადურობის ქვესკნელში ვხარჯე
მე ძიებაში გავფლანგე ეს დრო
შენ კი ყოველთვის იყავი მარჯვე.

გარს სარტყელივით მაცვია ლანდი
და სინანული კისერზე მიჭერს
რაც სიცოცხლეში არასდროს არ ვთქვი
იცოდე გულის ზეწარზე გიწერ.

ვარ არეული წიგნების თარო
ტანკა,ვერლიბრი,რომანი,პროზა
შენი ყოველი ნაბიჯი ხარობს
მე ყოველივე ნაბიჯით მოვსთქვამ.

და ველი, თითქოს მიშველოს რამემ
ძნელია როცა ვერ წყდები ლოდინს
რთულია როცა დახუჭავ თვალებს
და ღმერთი მხოლოდ მაშინღა მოდის.

მოდის და გეძებს.მანამდე ვიდრე
დახუჭავ თვალებს,ეშმაკებს ეტრფი
შენ ყოველ დილით სიყვარულს იჭერ
მე კი ყოველთვის სიძულვილს ვებრძვი.

რაც ცხოვრებისგან ჩინები მერგო
უმადურობის ქვესკნელში ვხარჯე
მე ძიებაში გავფლანგე ეს დრო
შენ კი ყოველთვის იყავი მარჯვე.
24 ივლისი 2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები