 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: თარგმანი 24 ივლისი, 2015 |
მოდი, მაკოცე, თუ მკოცნი, თუნდ ტკივილს მგვრიდეს - სისხლდენას. მე, ცივის ნაცვლად მინებავს მდუღარე სისხლი, სულ-ხორცი.
ძაღლიც არა ჰყეფს აქ ჩვენს ბედს, შორის - მავან სხვა მყეფარის. ძვირფასო, დროა გაერკვე, რომ არ ამოხვალ მზესავით!
მშვიდად იხილე: ოვალი, უკუნში როგორ მზიანობს, თითქოს ყვითელი ყორანი კრავდეს ზეცაში ირაოს.
მოდი, შენს კოცნას ვიმოსავ. ჭკნობამ იმღერა ჩემთვისაც. ჩანს, ჩემი კვდომა იყნოსა, მან, ვინც დამჩხავის ზეციდან.
ღონესაც ბზარი უჩინა! ვკვდები? - მოვკვდები, ღმერთმანი! მანამ კი, სატრფოს ტუჩიდან კოცნა მსურს გულზე შემთბარი.
ლურჯ ზმანებებში ყოფნისას - გულღიად, როგორც გჩვევია, - ხეთა შრიალში მომესმას შენი ხმა - ცხადი: "შენი ვარ".
და რომ სინათლის სავსე წრე არ ჩაქრეს, არ მოიქაფოს - სვი, სასიმღეროდ განეწყვე: მეტს ვერ ვცდით ყოფნას, ძვირფასო!
Ну, целуй меня, целуй, Хоть до крови, хоть до боли. Не в ладу с холодной волей Кипяток сердечных струй.
Опрокинутая кружка Средь веселых не для нас. Понимай, моя подружка, На земле живут лишь раз!
Оглядись спокойным взором, Посмотри: во мгле сырой Месяц, словно желтый ворон, Кружит, вьется над землей.
Ну, целуй же! Так хочу я. Песню тлен пропел и мне. Видно, смерть мою почуял Тот, кто вьется в вышине.
Увядающая сила! Умирать так умирать! До кончины губы милой Я хотел бы целовать.
Чтоб все время в синих дремах, Не стыдясь и не тая, В нежном шелесте черемух Раздавалось: «Я твоя».
И чтоб свет над полной кружкой Легкой пеной не погас — Пей и пой, моя подружка: На земле живут лишь раз!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გმდადლობთ, დევი! :) გმდადლობთ, დევი! :)
4. ჰო, "სისხლდენაც" გადაჭარბებული მეჩვენება. ჰო, "სისხლდენაც" გადაჭარბებული მეჩვენება.
3. გაუგებარია მოწონების დაფიქსირება შესაბამისი შეფასების გარეშე, შეიძლება გულმავიწყობასაც აქვს ადგილი, ხშირად შემინიშნავს. ჩემგან +4
"მე, ცივის ნაცვლად მინებავს მდუღარე სისხლი, სულ-ხორცი."__ეს არ მომეწონა
და ეს_"მეტს ვერ ვცდით ყოფნას, ძვირფასო!"
სამაგიეროდ ეს მომეწონა ძალიან:
"მშვიდად იხილე: ოვალი, უკუნში როგორ მზიანობს, თითქოს ყვითელი ყორანი კრავდეს ზეცაში ირაოს."
გაუგებარია მოწონების დაფიქსირება შესაბამისი შეფასების გარეშე, შეიძლება გულმავიწყობასაც აქვს ადგილი, ხშირად შემინიშნავს. ჩემგან +4
"მე, ცივის ნაცვლად მინებავს მდუღარე სისხლი, სულ-ხორცი."__ეს არ მომეწონა
და ეს_"მეტს ვერ ვცდით ყოფნას, ძვირფასო!"
სამაგიეროდ ეს მომეწონა ძალიან:
"მშვიდად იხილე: ოვალი, უკუნში როგორ მზიანობს, თითქოს ყვითელი ყორანი კრავდეს ზეცაში ირაოს."
2. გმადლობთ! :) გმადლობთ! :)
1. კარგი შესრულებაა. კარგი შესრულებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|