ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2015


რაღაცნაირი ლექსი

დარდის ხვაშიადი მრუმე ცაში ადის,
მერე მეწვიმება სულ მცირე იმედად.
ფიქრის ნაშიერი - სევდა არშიებით
მირთავს საღამურს და არშიყსაც მიბედავს...
ნატვრამ გამაწბილა, ახლაც, ამას წინაც,
ისე, უოცნებოდ, ნაცრისფრობს ცხოვრება...
მძიმე ხასიათს კი თითქმის აღარ სძინავს,
წვიმის ევფონიაც სულ არ ეფონება.
ძნელია ფონს გასვლა, ერთში თუ ორს ჰგავხარ,
გაფრთხობს და გაქეზებს შენს თავს რომ დაეძებ!
ნუ აეტუზები ბედს მბრუნავ ბორბალთან,
როდესაც იღბალი არ გიცნობს სახეზე!..
    27.07.15


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს