 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2015 |
არ ვიპარავდი, არც ვაპირებდი თქმას, არ მიმალავდნენ, რომ ბალახი მინდა, არ მაჩერებდნენ, არ მიმატებდნენ სროკს, ვერ მიყურებდნენ, ვერ ატყუებდნენ დროს.
ერთხელ ბავშვობაში გავიპარე ჩანჩქერზე საბანაოდ, თეთრი ტრუსები მეცვა, თეთრი მაისური, ფეხშიშველი, თავზე მეხურა იებისგან მოქსოვილი კეპი, ხელში მეკავა დელფინი, ვიფიქრე ვაბანავებ ჩემთან ერთად, ცაზე აცხუნებდა მზე, როგორც დღე, ისე ღამე, სანამ ჩავედი ჩანჩქერზე ეს დელფინი გზაში გაიგუდა, და რო ჩავედი წყალი დამხვდა გაყინული, უკვე ციოდა, ვიფიქრე აქეთ უფრო ცივა, მაგრამ თურმე 4 თვე მივდიოდი, დღე და ღამე, შეჩერების გარეშე, მშიერი ლუკმა-პურის გარეშე, დაბლა ჩავცურდი ციგის გარეშე და დავრჩი ჩანჩქერის გარეშე, მერე მივხვდი, რომ ახლო მანძილებზე უნდა მევლო, მარტო უნდა მევლო, სადაც მელოდნენ, სადაც შევძლებდი, რაც არ მინდოდა უნდა მექნა ის, არ წავსულიყავი, მეთამაშა სხივობანა მზეზე, აცილება სხივების, და ვინ დაითვლიდა ცისარტყელის ფერებს, მაგრამ უცებ, გაისმა ხმა, ყინულები ჩამოდნა და დაბლა დაიყარა, ეს დელფინიც წამოდგა და მხრები აიყარა, მეც ჩანჩქერში შევედი და გამოიდარა...
არ ვიპარავდი, არც ვაპირებდი თქმას, არ მიმალავდნენ, რომ ბალახი მინდა, არ მაჩერებდნენ, არ მიმატებდნენ სროკს, ვერ მიყურებდნენ, ვერ ატყუებდნენ დროს.
ლექსი არ არის კარგი ნათარგმნი*.
*ნათარგმნი - წინადადება სწორია ამ სიტყვის გარეშეც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. or share :D or share :D
1. "ლექსი არ არის კარგი ნათარგმნი*- "კარგი ნათარგმნის" გარეშეც სწორია :)
"ლექსი არ არის კარგი ნათარგმნი*- "კარგი ნათარგმნის" გარეშეც სწორია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|