ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2015


ყველაფერს დრო აქვს თავისი

1

რაც სწრაფად იწვის, სწრაფადვე ქრება,
ვამბობ ყველაფერს დრო აქვს თავისი.
იშვიათია, კენჭობა ქვებმა
"დაიბრალონ" და გაითავისე
რომ
თუ ცა, იცვამს ღრუბელს შავებად ,
თუ პოეზიაც ფიქრობს შავებზე ,
მე არც პირდაპირ დამნაშავე ვარ
და არც ნაკლები დამნაშავეზე .
დრო მეც უნდოდ და გულგრილად მხშირავს,
და უნებურად ვხდები ფირალი.
უნაყოფო ხეს ყოფილა ხშირად,
გადაუჩრდილავს ნაყოფიანი.
იშვიათია კენჭობა ქვებმა,
დაიბრალონ და გაითავისე,
რაც სწრაფად იწვის სწრაფადვე ქრება,
ანუ ჩემი დრო მოვა თავისით.

2

დღისა და ღამის გზაგასაყარზე მყოფ,
დაბნეულ ციცინათელას ვგავარ,
რომელმაც არ იცის, უნდა ჩაქვრეს თუ აინთოს.
ყველაფერს თავისი დრო აქვს,
ვამბობ და ჩამქრალი ვრჩები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები